დიდი ხანია ფსიქოლოგებმა გაარკვიეს, რომ ფერი მოქმედებს ჩვენს განწყობაზე და ჯანმრთელობაზეც კი. ფერი, რომელსაც ადამიანი ტანსაცმელში ან ინტერიერში ირჩევს, შეიძლება მისი ხასიათის, სხვებთან ურთიერთობისა და ბავშვობის ამსახველი იყოს. მრავალი ფსიქოლოგიური ტესტი სწორედ ამ თეორიას ეყრდნობა. გირჩევთ, გაიაროთ ერთი მათგანი — საჭიროა მხოლოდ ფანტაზიის ჩართვა და რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა.
როგორ ჩავატაროთ ტესტი
წარმოიდგინეთ, რომ ოთხი კარის წინ ხართ. თქვენ უნდა შეხვიდეთ თითოეულ მათგანში და დაიმახსოვროთ ყველაფერი, რასაც იგრძნობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის შეგრძნებებია, რომლებიც თითოეულ ოთახში გაგიჩნდებათ.
- მწვანე კარი. გახსენი და ოთახში შედი. მიმოიხედე. როგორ გამოიყურება ის? რა გრძნობები და აზრები გაქვს? დაიმახსოვრე ყველაფერი, რაც დაინახე და იგრძენი. ახლა გამოდი.
- ცისფერი კარი. ოთახში შედი, მიმოიხედე გარშემო, შეაფასე სიტუაცია და ზომები. კომფორტულად ხარ აქ? რა აზრები ჩნდება? დაიმახსოვრე შენი გრძნობები და გადი დერეფანში.
- წითელი კარი. შიგნით შედი. რას ხედავ გარშემო? რა გრძნობები გეუფლება ამ ოთახში? შეაფასე, რამდენად განათებულია ან, პირიქით, ჩაბნელებული. არის აქ რაიმე ნივთი ან ავეჯი?
- შავი კარი. როდესაც შეხვალ, მიმოიხედე გარშემო. აღწერე, რას ხედავ, ისმენ, გრძნობ. შეაფასე, რამდენად დიდია ოთახი, ნათელია თუ ბნელი. დაიმახსოვრე და დერეფანში დაბრუნდი.
რას ნიშნავს თითოეული კარი
ახლა დავუბრუნდეთ რეალურ სამყაროს და გავიხსენოთ ყველაფერი, რაც დეტალურად ვნახეთ. აქ მოცემულია თითოეული კარის სიმბოლური მნიშვნელობა.
- მწვანე კარის მიღმა მყოფი ოთახი თქვენი ბავშვობაა. თუ მასში თავს კომფორტულად გრძნობდით, მაშინ თქვენი ბავშვობა უდარდელი იყო. გინდოდათ აქ დარჩენა? შეიძლება, საკმარის ზრუნვას არ იღებთ. უსიამოვნო აზრები და გრძნობები კი ბავშვობის გადაუჭრელ პრობლემებს მიანიშნებს, რომლებიც დღეს, ზრდასრულ ცხოვრებაშიც, კვლავ იჩენს თავს.
- ცისფერი კარის მიღმა მდებარე ოთახი ამ წუთის მდგომარეობაზე გვიამბობს. თქვენი ემოციები ასახავს, თუ როგორ გრძნობთ თავს ახლა. თუ ოთახი წესრიგში იყო, ეს ნიშნავს, რომ გაწონასწორებული და ორგანიზებული ადამიანი ხართ. არასასიამოვნო შეგრძნება კი ცვლილების სურვილზე მიუთითებს.
- წითელი კარი და მის უკან სივრცე სიმბოლოა ურთიერთობებისა საპირისპირო სქესთან და სიყვარულთან. თუ ოთახი ფართო იყო, ძლიერი რომანტიკული გრძნობები გახასიათებთ. პატარა ოთახი ამბობს, რომ შეზღუდული და მორცხვი ხართ. სიბნელე კი ნიშნავს, რომ ურთიერთობის გეშინია — შესაძლოა, სიყვარულში იმედგაცრუება განიცადეთ. თუ გაინტერესებთ, რა იციან ადამიანებმა შენს შესახებ, ეს ტესტიც ბევრს გაგაგებინებთ.
- შავი კარის მიღმა თქვენი დამოკიდებულებაა საქმისა და ბიზნესის მიმართ. თუ კომფორტულად გრძნობდით თავს და კარგად ორიენტირებული იყავით, ეს ნიშნავს, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბებულხართ და თქვენს ადგილზე ხართ. შიში ან შფოთვა კი სამსახურთან დაკავშირებულ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს.
შეადარეთ შედეგები საკუთარ თავს
ახლა, როდესაც ყველა ოთახი გამოიარეთ, ჩაფიქრდით — რამდენად ემთხვევა ეს შედეგები თქვენს რეალობას? ფსიქოლოგიური ტესტები ყოველთვის ზუსტ პასუხს არ იძლევიან, თუმცა ხშირად გვეხმარებიან, რომ უფრო ახლოს გავეცნოთ საკუთარ შინაგან სამყაროს. თუ საინტერესოა კიდევ ერთი ასეთი განმარტებითი ტესტი, სცადეთ პერსონალური ტესტი იმის შესახებ, თუ როგორ იჭირავთ ჭიქას — შედეგი შეიძლება გაგაკვირვოთ.
ტესტის შედეგები რა ემთხვა? გვიამბეთ, რა ნახეთ ოთახებში და რამდენად ზუსტი აღმოჩნდა ინტერპრეტაცია.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. (2025). ტესტი “ოთხი კარი”: შეიმეცნე ნებისმიერი ადამიანი რამდენიმე წუთში. 4 ოქტომბერი, 2025. https://shenipositive.ge/testi-otkhi-kari-romlis-sashualebitats-shegidzliat-daatvalierot-nebismieri-adamiani/


