პერსონალური ტესტი: როგორ გიჭირავთ ჭიქა?

ნინო ბერიძე
ავტორი
3 წუთიანი წაკითხვა

ჩვენი ჩვევები დიდწილად ჩვენივე ინდივიდუალური ფსიქოლოგიური თავისებურებებითაა ნაკარნახევი. ამიტომ ჟესტებს შეუძლიათ ბევრი რამ გვითხრან ადამიანის განწყობაზე. ის ჟესტები, რომლებიც სისტემატურად მეორდება, ხასიათის უფრო ღრმა თვისებებსაც ამჟღავნებს. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, როგორი ადამიანია თქვენ წინ, თუკი დააკვირდებით, როგორ უჭირავს მას ჭიქა. გაიგეთ უფრო მეტი თქვენ შესახებ და სინჯეთ შემდეგი დავალების შესრულება.

აირჩიეთ თქვენი ვარიანტი

ქვემოთ მოცემულია ჭიქის დჭერის ექვსი გავრცელებული გზა. ყურადღებით წაიკითხეთ და გაიხსენეთ, როგორ მოიქცევით ჩვეულებრივ, როდესაც ჭიქას იღებთ ხელში.

  1. ჭიქა გიჭირავთ ყურით და ნეკა თითი გაშვერილი გაქვთ.
  2. ჭიქას ორივე ხელს ჰკიდებთ.
  3. გიჭირავთ ყურით და მუშტი გაქვთ შეკრული.
  4. გიჭირავთ ქვედა ნაწილით, ფუძესთან ახლოს.
  5. ერთი ხელით გიჭირავთ, მეორეთი ეხმარებით.
  6. გიჭირავთ თითებით ჭიქის ზედა ნაწილი.

აირჩიეთ? პასუხები ნახეთ ქვემოთ.

რას ამბობს თქვენი არჩევანი

ვარიანტი 1 — ნეკა თითი გაშვერილი

- რეკლამა -
Ad imageAd image

თქვენ ბუნებით ლიდერი ხართ: თქვენს თავსა და ძალებში დარწმუნებული. იცით, რა გსურთ ცხოვრებისგან. გადაწყვეტილებებს იღებთ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც და ეფექტურად მართავთ ადამიანებს. საერთო ენას ნებისმიერ ადამიანთან ამყარებთ. თქვენი მთავარი ნაკლი არის პატივმოყვარეობა და გადაჭარბებული თვითრწმენა.

ვარიანტი 2 — ორივე ხელით

თქვენ შესანიშნავი გუნდური მოთამაშე ხართ, არაჩვეულებრივი მსმენელი, ემპათიური და თანამგრძნობი. საკმაოდ იოლად ამყარებთ კონტაქტს კოლექტივთან და დიდი ძალისხმევის გარეშე ეგუებით ცვლილებებს. გაქვთ კარგი იუმორი. თქვენი პრობლემა ისაა, რომ პიროვნული ლიდერობა არ გახასიათებთ და ხშირად კოლექტივის ენერგეტიკით იკვებებით.

ვარიანტი 3 — ყურით, მუშტი შეკრული

თქვენ ხართ სიწყნარისა და სიბრძნის ნამდვილი განსახიერება. გაქვთ ცივი გონება, ამიტომ თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა რთულია. ვერ იტანთ უსამართლობას და სულ იცავთ სუსტს და დაუმსახურებლად შეურაცხყოფილ ადამიანს. შინაგანად კი ძალიან ემოციური ხართ. სწორედ ეს სიცივე განაპირობებს გაუცხოებას — თქვენი უემოციო სახე ადამიანებს განიზიდავს და აფრთხობს. თუ გაინტერესებთ, როგორ ვიგებთ ადამიანის ხასიათს სხვა ჟესტებით, ეს ტესტიც საინტერესო იქნება.

- რეკლამა -
Ad imageAd image

ვარიანტი 4 — ქვედა ნაწილით, ფუძესთან

საკმაოდ ფრთხილი და დაფიქრებული ადამიანი ხართ. კარგად ფიქრობთ, სანამ რაიმეს იტყვით ან გააკეთებთ. რთულ სიტუაციებში ლოგიკით ხელმძღვანელობთ, სასიყვარულო საქმეებშიც კი მხოლოდ გონებას უსმენთ. თქვენი სისუსტე მდგომარეობს იმაში, რომ შეცდომის დაშვების შიშით სიფრთხილე ხშირად არაჯანსაღ შფოთვაში გადაიზრდება ხოლმე, რაც ობიექტურ აზროვნებაში გიშლით ხელს.

ვარიანტი 5 — ერთი ხელით, მეორეთი ეხმარება

ძალიან მოწყვლადი და ემოციური ხართ, სხვების კარგად გესმით და ვერ იტანთ თქვენ მიმართ ზედაპირულ დამოკიდებულებას. ძალიან საჭიროებთ მზრუნველობას და სინაზეს და არ გიყვართ სხვებზე პასუხისმგებლობის აღება. მინუსი ის არის, რომ ასეთი მგრძნობიარობა ზოგჯერ ინფანტილურ ადამიანად გაქცევთ და დამოუკიდებლად განვითარების გზაზე ხელს შეგიშლით.

ვარიანტი 6 — თითებით ზედა ნაწილი

მაქსიმალური კომფორტის მოყვარული ხართ, არ დარდობთ ზედმეტად და ყოველთვის ენერგიის შენარჩუნების რეჟიმში ხართ. თქვენი სიწყნარე ცხოვრების სტილია, თუმცა უარს არ ამბობთ მხიარულ თავგადასავლებზეც. საკმაოდ ენერგიული ბრძანდებით და დამოუკიდებელი ადამიანის ნამდვილი მაგალითი ხართ. ერთადერთი საფრთხე ისაა, რომ წინასწარ არაფერს არ ფიქრობთ. რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში უმჯობესია ყველანაირი სვლა წინასწარ გათვალოთ და არ ელოდოთ ბედის შემოთავაზებებს.

რას გვეუბნება ეს ყველაფერი

ჩვევები, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების წვრილმანებში ვლინდება, ხშირად ყველაზე გულწრფელ ინფორმაციას გვაწვდიან ჩვენ შესახებ. მარტივი დაკვირვება საკუთარ ქცევებზე კარგი საწყისი წერტილია თვითშეცნობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტესტი გასართობი ბუნებისაა და სრულ ფსიქოლოგიურ პორტრეტს, რა თქმა უნდა, ვერ ჩაანაცვლებს. თუმცა ხშირად სწორედ ასეთი წვრილმანი დეტალები გვახსენებს, რამდენად საინტერესო და მრავალფეროვანი არიან ადამიანები ჩვენ გარშემო.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც და გაარჩიეთ ერთად, ვინ რომელ ვარიანტს ირჩევს.

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2026). პერსონალური ტესტი: როგორ გიჭირავთ ჭიქა?. 22 მარტი, 2026. https://shenipositive.ge/personaluri-testi-rogor-gichiravt-chiqa/

ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
2 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება