ის მუდამ ენერგიით და სასარგებლო ნივთიერებებით აგვავსებს.

SheniPositive.ge
ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

image

1) მწვანე ჩაი ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყაროა, ეს ნივთიერებები კი დაბერებას უშლის ხელს;

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

2) წვავს ცხიმს და გაძლევს საშუალებას ვარჯიში უფრო დიდ ხანს გააგრძელო;

3) ის ახანგრძლივებს სიცოცხლეს; გიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან; ამცირებს ორგანიზმში ქოლესტეროლის
მომატებულ დონეს;

4) აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას; ამცირებს წნევას და ამიტომაც, სანამ მწვანე ჩაის სისტემატურ მოხმარებაზე გადახვალ, კარგად დააკვირდი შენს წნევას. თუ ისედაც დაბალი გაქვს, მაშინ მაინცდამაინც ნუ მიეძალები;

5) ამცირებს სტრესს და შენს ტვინს ენერგიასა და ძალას მატებს;

6) იცავს ფილტვებს სიგარეტისა და მისი გამონაბოლქვისგან; აგრეთვე, იმ მავნე ნივთიერებებისგან, რომელიც ხვდება მწეველი ან პასიურად მწეველი ადამიანების ფილტვებში;

7) ორგანიზმს ეხმარება ღვიძლის ალკოჰოლისგან დაცვაში;

8) ანტიოქსიდანტ „კატეჩინის“ დახმარებით ახდენს კბილების ჩამოშლა-ჩამოფშვნის პრევენციას და კურნავს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში;

9) ხელს უწყობს ძვლების დაცვასა და მათ აღდგენას;

10) აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს და იცავს მას სხვადასხვა დაავადებისგან; ყველაფერთან ერთად ებრძვის ბაქტერიებსაც;

11) წყალზე უკეთ ებრძვის დეჰიდრატაციას;

12)კანს უფრო გლუვსა და სასიამოვნოს ხდის, ანტიოქსიდანტების წყალობით ებრძვის სიბერეს.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniPositive.ge. ის მუდამ ენერგიით და სასარგებლო ნივთიერებებით აგვავსებს. [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90/
shenipositive.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network