ამ სახელებს საქართველოში ბავშვს ვერ დაარქმევთ” – გაიგეთ როგორ სახელებს ვერ დაარქმევთ ბავშვებს და რატომ. თქვენ რა სახელი დაარქვით შვილს?

ამ სახელებს საქართველოში ბავშვს ვერ დაარქმევთ” – გაიგეთ როგორ სახელებს ვერ დაარქმევთ ბავშვებს და რატომ. თქვენ რა სახელი დაარქვით შვილს?
2 წუთიანი წაკითხვა
საქართველოში მშობლებს ვერ შეუძლიათ ბავშვებს დაარქვან ციფრების, სიმბოლოების ან უცენზურო ხასიათის სახელები. გაეცანით სახელების შეზღუდვების სრულ სიას და რჩევებს სწორი სახელის შერჩევისთვის.

სახელს ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მისი შერჩევა, გარკვეულწილად, მშობელთა მხრიდან ყურადღებასა და დაკვირვებას მოითხოვს, რომ სამომავლოდ ბავშვი სახელის გამო ბულინგის, დამცირებისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი არ გახდეს. ამ მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს კანონი, რომელიც ბავშვისთვის სახელის დარქმევის წესს არეგულირებს და აკრძალვებსაც აწესებს.

დავინტერესდით, საქართველოში თუ არსებობს შეზღუდვა ბავშვისთვის სახელის დარქმევასთან დაკავშირებით და იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ მონაცემები, თუ რა ტიპის სახელს ვერ დაარქმევს მშობელი შვილს და შესაბამისად, არც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო დაარეგისტრირებს:

“ბავშვის სახელად ციფრების, სასვენი ნიშნების, გეომეტრიული ფიგურების, გრაფიკული გამოსახულებების, სიმბოლოების, უცენზურო და შეურაცხმყოფელი ხასიათის სიტყვების ან მრავალწევრიანი (ორზე მეტი სახელისგან შემდგარი) სახელის განსაზღვრა დაუშვებელია. შესაბამისად, ამგვარი სახელის განსაზღვრის მოთხოვნისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უარს ეტყვის განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.” – წერია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, თუ როგორ ხდება ბავშვისთვის სახელის განსაზღვრა:

“სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის სახელის, გვარისა და დაბადების ადგილის განსაზღვრის წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანების მე-20 მუხლის თანახმად, ბავშვის სახელი იწერება მშობლების ურთიერთშეთანხმებით, მაგრამ თუ მშობლები ვერ თანხმდებიან ბავშვის სახელის საკითხზე, ბავშვის სახელის ჩაწერის საკითხს წყვეტს სასამართლო. მარტოხელა მშობლის შემთხვევაში, სახელი იწერება მშობლის მითითების შესაბამისად.” – აღნიშნულია წერილში.

თამარ იაკობაშვილი

წყარო : mshoblebi.ge

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2025). ამ სახელებს საქართველოში ბავშვს ვერ დაარქმევთ” – გაიგეთ როგორ სახელებს ვერ დაარქმევთ ბავშვებს და რატომ. თქვენ რა სახელი დაარქვით შვილს?. 3 ოქტომბერი, 2025. https://shenipositive.ge/ამ-სახელებს-საქართველოში/

სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. ამ სახელებს საქართველოში ბავშვს ვერ დაარქმევთ” – გაიგეთ როგორ სახელებს ვერ დაარქმევთ ბავშვებს და რატომ. თქვენ რა სახელი დაარქვით შვილს? [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98/
shenipositive.ge
😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
🥳

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება 😄

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network