ჩვენი პიროვნების ხასიათი დამოკიდებულია გენეტიკასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე. ქვემოთ მოცემულ სურათში რამდენიმე ცხოველია გამოსახული — ყურადღებით შეხედეთ და გაიხსენეთ, რომელი მოგხვდათ თვალში პირველად. სწორედ ეს არჩევანი ბევრს გიამბობთ თქვენს ბუნებაზე.
ფრინველები და მფრინავი არსებები
არწივი. დიდებული ფრინველი შექმნილია იმისთვის, რომ მაღლა, ღრუბლებში იფრინოს. არწივი საშიშია და ამავდროულად ელეგანტური. თუ ის პირველი შენიშნეთ, მობილიზებული ხართ იმაზე, რასაც აკეთებთ, და შემთხვევითობისთვის არაფერს ტოვებთ. არისტოკრატიული თავდაჯერება გამოძრავებთ, რადგან დრამისა და წვრილმანებისთვის დრო არ გაქვთ. მამაცი ხართ და შეუცნობელის ამოხსნის არ გეშინიათ.
პეპელა. პეპელა ცხოვრების ორგამია — ბუნების სიმბოლო. ყველაზე მსუბუქი და ნაზი არსება, რომელიც ცნობილია თავისი სილამაზით, აბრეშუმის პარკში ყოფნისას საკმაოდ რთულ ცხოვრებას გადის. თუ პირველი ის შენიშნეთ, შინაგანად მომნუსხველი ხართ, მაგრამ დაუმორჩილებელი სულის პატრონი. თუ გსურთ გაიგოთ კიდევ რას ამჟღავნებს ცხოველთა სამყარო თქვენ შესახებ, იხილეთ ტესტი: რომელ ცხოველსაც პირველი დაინახავთ, თქვენს საუკეთესო თვისებას გაგიმხელთ.
მამალი. ის სწრაფი, ექსტრავაგანტური და ფერადია. თუ თქვენი ყურადღება მიიპყრო, გონებამახვილი, ჭკვიანი და მოხერხებული ხართ. თქვენი სიმშვიდე მატყუარაა — ვინც მტკივნეულ ადგილას დაგაწვებათ, ტკბილ პასუხს ვერ მიიღებს. შიშის გარეშე იბრძვით და ხმაურის ატეხვის არ გერიდებათ, თუ ადგილი უსამართლობას აქვს. ბუნებით ლიდერი ხართ და არ გეშინიათ გამოთქვათ ის, რაც თავში გაქვთ.
მტრედი. მშვიდობის მაცნე სუფთა, მშვენიერი და გრაციოზულია, თუმცა მის ძალაზე ცოტა თუ საუბრობს. თუ მტრედმა მიიქცია თქვენი ყურადღება, მშვიდი ადამიანი ხართ საკუთარი ღირსებით, მაგრამ ამავდროულად საკმარისი ძალა გაქვთ, რომ რთული პერიოდები გადალახოთ. გონიერი ხართ და ამჯობინებთ ენერგია დახარჯოთ ოჯახის შესაქმნელად ან საზოგადოების გასაძლიერებლად. წვრილმანებზე არ იციკლებით და საკუთარ თავს უფლებას არ აძლევთ პატარა პრობლემებზე წყობიდან გამოხვიდეთ.
ძუძუმწოვრები და ხმელეთის ცხოველები
ძაღლი. ისინი ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან — ერთგულები და მოსიყვარულეები. ძაღლებს ყველაზე სევდიანი პერიოდის გახალისებაც შეუძლიათ. თუ პირველი ის შენიშნეთ, მამაცი ადამიანი ხართ, რომელმაც იცის, რა არის სინამდვილეში მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. მთელი გულით ეკვრით ადამიანებს და ბოლომდე მათი ერთგული ხართ. ვერავინ გადაგაფიქრებინებთ, თუ რაიმე გადაწყვიტეთ. ამასთან, გართობა და მოდუნებაც გამოგდით.
მგელი. გონიერები, იდუმალები და მამაცები არიან. შეუძლიათ როგორც თავიანთი გუნდის წევრები დაიცვან, ისე მარტო იარონ ბნელ ტყეებში. თუ ის პირველი შენიშნეთ, ხშირად დანის პირზე გადიხართ. ეძებთ თავგადასავლებს და საიდუმლოებების ამოცნობის წყურვილი გკლავთ. უარს ამბობთ სოციალურ ნორმებსა და წესებზე. ხანდახან საქმე იქამდე მიდის, რომ საყვარელ ადამიანებს ისეთი გზნებით იცავთ, როგორც სხვა არავინ.
ცხენი. ცხენები თავისუფლად ცხოვრებას ყველაზე მეტად აფასებენ და ხშირ შემთხვევაში გულს უგდებენ ყურს. თუ პირველი ის შენიშნეთ, დაუცხრომელი სულის პატრონი ხართ, რომლის დამარცხებაც მარტივი არაა. მეორე მხრივ, ადამიანების მხარდაჭერისა და დახმარებისკენ ისწრაფვით. გიყვართ მეგობრების გაცინება და მათთვის ხასიათის ამაღლება. თავისუფლებასა და სიყვარულს შორის რომ ირჩევდეთ, სიყვარული გაიმარჯვებდა.
მწერები და წყლის ცხოველები
კალია. კალიები გაწაფული მტაცებლები არიან და მათი ძალა მოთმინებაშია. ამ მწერებს საათობით შეუძლიათ გაუნძრევლად ჯდომა და უეცარი თავდასხმა — იმპროვიზაციის დრო არ აქვთ. თუ მან თქვენი ყურადღება მიიქცია, ძლიერი ხართ და გადაწყვეტილებების მიღებაში დახელოვნებული. ხშირად არ გაფასებენ, მაგრამ როცა საჭირო დრო მოდის, იცით სიტუაციიდან გამარჯვებული როგორ გამოხვიდეთ.
კირჩხიბი. საოცარი არსებები არიან. ორნამენტების წყალობით, რომლებიც მათ ბაკანს ფარავს, შეუძლიათ შეინიღბონ, თუ ამის აუცილებლობა დგას — ცხოვრება მათთვის ყოველთვის კეთილგანწყობილი არ არის. თუ პირველი შენიშნეთ, ჭკვიანი და გონიერი ხართ. შესაძლოა პირველ ნახვაზე მკაცრი მოეჩვენოთ, რადგან ცხოვრებამ რთული გაკვეთილები მოგივლინათ, მაგრამ შინაგანად მსუბუქი ნატურა ხართ, რომელიც სიყვარულსა და მხარდაჭერას ეძებს. სახალისო და გასაოცარი ფაქტები ცხოველების სამყაროდან კიდევ უფრო გააფართოებს თქვენს წარმოდგენას ამ უნიკალურ არსებებზე.
დასკვნა
როგორც ხედავთ, თითოეული ცხოველი განსხვავებულ, მაგრამ თანაბრად ღირებულ ადამიანურ თვისებას განასახიერებს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ტესტი გართობის საშუალებაა და არა სამეცნიერო დასკვნა — თუმცა ხშირად გვეხმარება, ჩვენს ბუნებაზე ოდნავ სხვა კუთხით დავფიქრდეთ. რომელი ცხოველიც არ უნდა დაინახოთ პირველი, ეს პატარა ექსპერიმენტი საკუთარი თავის შესახებ ახალ კითხვებს აღძრავს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. (2025). ცხოველი, რომელსაც პირველი დაინახავთ, თქვენზე სიმართლეს გამოამჟღავნებს. 7 ოქტომბერი, 2025. https://shenipositive.ge/tskhoveli-romelsats-pirveli-dainakhavt-tqvenze-simartles-gamoamzhghavnebs/



