ურთიერთობა მშობლებთან – რატომაა შენთან ასეთი რთული?

ურთიერთობა მშობლებთან – რატომაა შენთან ასეთი რთული?
3 წუთიანი წაკითხვა

მსოფლიოში ხანდახან ჩნდებიან ბავშები გასაოცარი შესაძლებლობებით. მათ ჯადოსნურად გამოსდით შეცვალონ ადამიანების ცხოვრება. მაგრამ, რა უნდა ვქნათ, თუ ბავშვი დაიბადა მაგრამ, ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდნენ?

ურთიერთობა მშობლებთან

ის “სხვანაირია”. ერთხელ ხვდები ამას და გრძნობ, რომ იმედი არ არსებობს. ამ შემთხვევაში ამბობენ: “არსებობენ ბავშვები, რომლებიც გიწევს გასცე და არსებობენ ისეთები, რომელიც გიწევს აიყვანო”. პირველ შემთხვევაში ხშირად ამბობენ “ის რომ არ იყოს, იდეალური ოჯახი გვექნებოდა, ყველაფერი უკეთ იქნებოდა…” მაგრამ ამ დამოკიდებულების გამოჩენისას, ბავშვი, თითქოს ვამპირი იყოს, ძალებს შიგნიდან იჭამს და სამაგიეროდ არაფერს გასცემს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

როგორ მოვიქცეთ ამ დროს? გავუშვათ და გაიზარდოს თითქოს სარეველაა გზაზე? თუ ჩავდოთ მასში ფინანსები, სიყვარული, ნერვები, ძალა, ჯანმრთელობა და ბევრი გავიღოთ, ოღონდ მზად ვიყოთ რომ ეს არ დაფასდება და შესაძლოა პირიქით. ველოდოთ როდის გააკეთებს თავის არჩევანს?

“ჩვენ მას სიცოცხლე ვაჩუქეთ, ის ამის მადლიერი უნდა იყოს” – ყველას სურს თავისი შვილისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ადამიანი გახდეს, როგორიც მისთვისაა შვილი. ზოგიერთი მშობელი დარწმუნებულია, რომ მათი შვილები ნაჩუქარი სიცოცხლის დაფასებაზე უარს ამბობენ.

ოჯახური ურთიერთობის ფსიქოლოგები ხსნიან, რომ ბავშვების და მშობლების ურთიერთობა ურთიერთგაცვლაზეა დამყარებული. იქმნება გამოუვალი მდგომარეობა – როცა ისინი ითხოვენ, სხვები კი მოლოდინს არ ამართლებენ.


დიდები ელიან მოსმენას, კარგ ურთიერთობას, პატივისცემას და აღიარებას. მაგრამ ბალანსი არ გამოდის! ამიტომაც ბავშვები მშობლებთან დაკავშირებულები არიან მხოლოდ სისხლით და არა სულიერად.

“იქნებ ძალიან ცოტას ვაძლევ?” დანაშაულის გრძნობა გვარწმუნებს, რომ ბავშვი რაღაც მნიშვნელოვანს არ იღებს. უფრო მარტივია მისცე მატერიალური კეთილდღეობა და ელოდო გადახდას. მაგრამ, ბავშვს სჭირდება თქვენი დრო, ყურადღება, ემოციები, მადლიერება, სიყვარული, პატივისცემა, დახმარება და სასურველი რესურსის გაზიარება.

განებივრებული ბავშვი მანკიერ წრეს ქმნის – ითხოვს და მშობლები ცდილობენ დააკმაყოფილონ, რათა მის თვალებში მადლიერება დაინახონ.

“იყავი ისეთი, როგორიც მე ვარ! არ შემიძლია მიგიღო სხვანაირი” – ამ ფრაზას ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ გამოიხატება იმ ქმედებებში, როცა არ სურთ ბავშვის მხარე დაიჭირონ რთულ სიტუაციაში, დაე იყოს არასწორი.

შეიძლება წარმოიშვას კონფლიქტური სიტუაცია: მშობლები არ აძლევენ, რადგანაც “არ დაუმსახურებია”, ბავშვები კი არ იღებენ, იმიტომ რომ სამაგიეროდ საკუთარი ინტერესების შეწრივა მოუწევთ. მარტივია თქვა “თქვენგან არაფერი მინდა” ან დათანხმდე ფულსა და საჩუქრებს.

ყველაზე რთული ხდება თინეიჯერისა და მშობლის ურთიერთობა, რადგანაც უკვე ბევრი რამაა გამოტოვებული. ბავშვები იზრდებიან, მშობლების იმედგაცრუება კი გვერდზე რჩება. ისინი შორდებიან ერთმანეთს და ორივე მხარე მარტო რჩება თავის წყენასთან ერთად.

სანამ გვიანი არაა, სჯობს მოიხსნათ ვარდისფერი სათვალეები. ბავშვებთან ცხოვრება სასტიკია, ყოველთვის იქნება დაღლილობა, ბრაზი, მარტოობის შიში, ნერვიულობა, სასოწარკვეთილება და აშ. მაგრამ, ცხოვრებისეული აქსიომა ასეთია, რომ ნებისმიერი ბავშვი დალოცვილია. ის უნდა გიყვარდეთ, აჩვენოთ გულწრფელი ემოციები, გრძნობები და სწორედ ამის გაცემას ისწავლის.

ბავშვები მოდიან იმიტომ, რომ იცხოვრონ. თქვენი შვილი ამ სამყაროში ერთი მიზნით გაჩნდა: რომ გიყვარდეთ საკუთარი თავი და ის, არა წარმატებული და დავარცხნილი, არამედ ნამდვილი – სხვანაირი, ძლიერი თუ სუსტი, ჯანმრთელი თუ ავადმყოფი, და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლისაა ის 3-ის თუ 33-ის.

ცხოვრებაში განსხვავებული სიტუაციები და ოჯახები არსებობს. ახალგაზრდული პრობლემები მშობლებთან ურთიერთობისას აისბერგის მწვერვალია. იმისთვის რომ იყოთ ბედნიერები, ყოველ მათგანს მუშაობა მოგიწევთ, პირველ რიგში საკუთარ თავთან.

როგორ ფიქრობთ, ვინაა დამნაშავე მაშინ, როცა ბავშვები მადლიერები არ იზრდებიან?

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2025). ურთიერთობა მშობლებთან – რატომაა შენთან ასეთი რთული?. 2 ოქტომბერი, 2025. https://shenipositive.ge/urtiertoba-mshoblebtan-ratomaa-shentan-aseti-rtuli/

სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. ურთიერთობა მშობლებთან – რატომაა შენთან ასეთი რთული? [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/urtiertoba-mshoblebtan-ratomaa-shentan-aseti-rtuli/
shenipositive.ge
😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
🥳

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება 😄

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network