მარიამობა – 28 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს

მარიამობა – 28 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს
1 წუთიანი წაკითხვა

28 აგვისტო – მარიამობა

28 აგვისტოს მარიამობა აღინიანება. მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.

ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობელს უკავშირდება.

მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. ასევე, არ არის ცნობილი, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

საეკლესიო სწავლებით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას, ზეთისხილის მთაზე, ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა ღვთისმშობელს ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი, სამოთხეში დარგული ზეთისხილის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. იგი მის საფლავთან უნდა მიეტანათ.

- რეკლამა -
Ad imageAd image

ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა.

უფალმა, ასევე, ისმინა ღვთისმშობლის თხოვნა, რომ არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები და ღვთისმშობლის სული ცათა საუსუფეველში თავად უფლის ხელით ავიდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. ამ პროცესს თომა მოციქული არ ესწრებოდა. მესამე დღეს მოციქულებმა მისთვის ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორციელად ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.

წყარო

#drpkhakadze #pitskhelauri

- რეკლამა -
Ad imageAd image

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2026). მარიამობა – 28 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს. 5 მარტი, 2026. https://shenipositive.ge/მარიამობა-28-აგვისტოს-მართ/

სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. მარიამობა – 28 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-28-%e1%83%90%e1%83%92%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97/
shenipositive.ge
😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
🥳

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება 😄

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network