სამლოცველო კუთხე – სიწმინდეთა ადგილი სახლში, როგორი უნდა იყოს ის

სამლოცველო კუთხე – სიწმინდეთა ადგილი სახლში, როგორი უნდა იყოს ის
1 წუთიანი წაკითხვა

ჩვენ, როგორც ქრისტიანები, არა მარტო სულიერად, არამედ ხორციელადაც ვცემთ თაყვანს ღმერთს, ამიტომ ყველა ოჯახში უნდა იყოს სამლოცველო კუთხე, რომელსაც დიდი პატივით მოწყობა უნდა.

სამლოცველო კუთხე არის ადგილი, სადაც მთელი ოჯახი იკრიბება სალოცავად, მისი დანიშნულებაა, დაგვიცვას და დაგვიფაროს ბოროტი ძალებისაგან.

ხატების კუთხე აღმოსავლეთის კედელზე უნდა იყოს, ისე, რომ ლოცვისას პირით აღმოსავლეთისკენ ვიყოთ მიბრუნებულები. ამას თავისი დატვირთვა აქვს, მოციქულების თქმით, ქრისტე ხომ აღმოსავლეთიდან აღმობრწყინდა. ამ მხრისკენ მიბრუნება ითვლება მაცხოვრის მოლოდინის მუდმივ ნიშნად.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ხატების განლაგების წესი ისეთივეა, როგორც კანდლის. ჯვრის ქვემოთ მარჯვენა მხარეს მაცხოვრის ხატი დააბრძანეთ, მარჯვნივ კი – ღვთისმშობლის, ქვემოთ კი წმინდანების. დანარჩენი განლაგება თავად მორწმუნის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ზოგადად გვირჩევენ მამები, რომ ასეთი იერარქია დავიცვათ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატის შემდეგ:

1) წმინდა იოანე ნათლისმცემლის,

2) წმინდა წინასწარმეტყველთა,

3) წმინდა პეტრესი და პავლესი და ათორმეტთა მოციქულთა,

4) წმინდა მღვდელმთავართა,

5) სხვა მოციქულთა და წმინდა მოწამეთა,

6) ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და დედათა,

7) წმინდა უვერცხლო მკურნალთა,

8) წმინდა იოაკიმესი და ანასი.

სალოცავ კუთხესთან ხატების გარდა შეიძლება გვქონდეს სანთელი, კანდელი, კელაპტარი, წმინდა წიგნები, ლოცვანი და ა.შ. ყველა წმინდა ნივთი, რაც კი მოგეპოვებათ, შეგიძლიათ აქ განათავსოთ.

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2026). სამლოცველო კუთხე – სიწმინდეთა ადგილი სახლში, როგორი უნდა იყოს ის. 3 აპრილი, 2026. https://shenipositive.ge/სამლოცველო-კუთხე-სიწმი/

სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. სამლოცველო კუთხე – სიწმინდეთა ადგილი სახლში, როგორი უნდა იყოს ის [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98/
shenipositive.ge
😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
🥳

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება 😄

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network