”ჩემო ნიკა! ერთსა გთხოვ მამა-შვილურად…” – ნახეთ რა სულისშემძვრელი ლექსი მიუძღვნა ტარიელ ხარხელაურმა ნიკოლოზ წულუკიძეს

”ჩემო ნიკა! ერთსა გთხოვ მამა-შვილურად…” – ნახეთ რა სულისშემძვრელი ლექსი მიუძღვნა ტარიელ ხარხელაურმა ნიკოლოზ წულუკიძეს
2 წუთიანი წაკითხვა

პოეტი ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში ნიკოლოზ წულუკიძეს მიმართავს და ლექსს უძღვნის. ცნობილი ქართველი პოეტის ლექსს უცვლელად გთავაზობთ:

“ჩემო ნიკა!

ვიცი, შვილო, ეჭვი არ გეპარება, თუ როგორ განვიცდი შენი და შენი ოჯახის მძაფრსა და შემზარავ ტკივილს. ეს ლექსი შენს გასამხნევებლად არ დამიწერია, რადგან კარგად ვიცი – ყველანაირი გვერდში დგომა და გამხნევება უძლურია, უსუსურია იმ განცდებთან შედარებით, რასაც ამჟამად შენ და შენი ოჯახი გრძნობთ. ამ ლექსის დაწერაც იმიტომ გავბედე, რომ თუ ვინმეს ამ ტკივილის რაიმე გაეგება, ერთ-ერთი მე ვარ და ჩემი ოჯახი…

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

არ გკადრებ, არ გაგამხნევებ,

არც სიმშვიდეს გთხოვ სულისას,

შენს თავს შენ უნდა უწამლო – წამალს სხვას ნუ სთხოვ წყლულისას,

ბინდისფერობამ სოფლისამ

დღე მრავალს გადაუნისლა,

მეც ამ ტკივილმა დამიდნო

თხელი კედლები გულისა,

დამლია წუთისოფელმა,

ამღვრევამ სიყვარულისამ…

მოვთქვამ, ასეთმა ამინდმა

ლამის ჭკუიდან შემშალოს,

გადმოდი, მოვთქვამ ძილშიაც –

ცრემლო! თვალებთან შემშრალო,

ერთსა გთხოვ მამა-შვილურად –

მზე მაგ გულში არ შეცვალო

მტერს ლაღი უნდა ეგონო –

ტკივილით მიწის მკბეჩავო…

დრო სიმღერას გთხოვს? იმღერე!

ჯავრმა არ გაგაბეჩავოს.

შვილო! ჭრელია საწუთრო,

ზნეს არ დაიგდებს თავისას,

ბევრჯერ აგიშლის გონებას

ჩქამი სულეთის კარისა,

ბევრჯერ ცრემლებით დაჰხვდები

ცაზე გადმოსვლას მთვარისას,

ბევრჯერ აჰხედავ ეჭვითა

ზნეს უფლის სამართალისას…

უნდა იბრძოლო! სიკვდილთან

შეკვრა არ გმართებს ზავისა,

არცა გთხოვ გვერდის აქცევას

მთიდან მომსკდარი ზვავისას,

ცრემლისთვის ღამე დაზოგე –

დღე რომ აბჯარი აისხა!..

ტარიელ ხარხელაური, რომელსაც შვილივით უყვარხარ და ცრემლიანი თვალებით შემოგყურებს.

როცა ძალიან გამიჭირდა, საშველი სხვა რომ ვერა ვნახე რა, სიკვდილის გარდაცვალება წარმოვიდგინე და თუ როგორ, ამაზეც ლექსად მინდა გაგესაუბრო:

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცვლება,

ცვარი ეღვრება ციდან იელებს,

ვეღარც მზის მოსვლით ვერ შეივსება

ეს შემზარავი სიცარიელე…

კლდეებს ნაწყლულევთ ნისლით ვუხვევდი,

ცაო! როგორ მღლი შენი უფლობით,

წუხელ სიკვდილი მეწვა მუხლებზე და, მე და მთვარე ვჭირისუფლობდით.” – წერს ტარიელ ხარხელაური.

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2026). ”ჩემო ნიკა! ერთსა გთხოვ მამა-შვილურად…” – ნახეთ რა სულისშემძვრელი ლექსი მიუძღვნა ტარიელ ხარხელაურმა ნიკოლოზ წულუკიძეს. 2 მაისი, 2026. https://shenipositive.ge/ჩემო-ნიკა-ერთსა-გთხოვ-მა/

სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. ”ჩემო ნიკა! ერთსა გთხოვ მამა-შვილურად…” – ნახეთ რა სულისშემძვრელი ლექსი მიუძღვნა ტარიელ ხარხელაურმა ნიკოლოზ წულუკიძეს [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95-%e1%83%9b%e1%83%90/
shenipositive.ge
😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
🥳

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება 😄

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network