ჩამოიბანეთ ფეხებიდან დაღლილობა — 6 ეფექტური აბაზანა სახლისთვის

თაკო რიჟალაური
3 წუთიანი წაკითხვა

მოუვლელი ფეხები აფუჭებს სიარულის მანერას, იწვევს სწრაფ დაღლას, ზოგჯერ კი ტკივილს სიარულისას. ფეხის მოვლის ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური მეთოდი სამკურნალო აბაზანებია. ისინი შეიძლება იყოს სამკურნალო, მატონიზირებელი, გამწმენდი ან დამარბილებელი. პროცედურა მარტივია, მაგრამ მოითხოვს გარკვეული წესების დაცვას.

რა უნდა გახსოვდეთ პროცედურის წინ

სანამ ფეხის აბაზანას გაიკეთებთ, გაითვალისწინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია:

  • სჯობს აბაზანა მიიღოთ ძილის წინ, ასე ფეხი დაისვენებს და მოდუნდება.
  • პროცედურა ჩაიტარეთ აბაზანის მომზადებისთანავე, სანამ წყალი გაციებულა.
  • ნარევის მომზადებისას დაიცავით რეცეპტში მოცემული დოზირება, რადგან დოზების შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს კანის პრობლემები.
  • პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ ტერფის პილინგი ჩაატაროთ პემზის, ჯაგრისის ან სკრაბის დახმარებით.
  • კარგად შეიმშრალეთ ფეხები და წაისვით დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი.

ფეხის აბაზანების მიღება მხოლოდ პრობლემის დროს კი არ არის რეკომენდებული, არამედ პროფილაქტიკისთვისაც. რომელიმე რეცეპტს რომ შეარჩევთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ რაიმე შემადგენელზე შესაძლო ალერგიული რეაქცია.

სახლის აბაზანები ფეხისთვის — 6 რეცეპტი

  1. გაუხეშებული კანის დასარბილებლად. დამარბილებელი აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3-4 სუფრის კოვზი თეთრი თიხა. ჩაყარეთ თიხა ცხელწყლიან ტაშტში, აურიეთ, ჩაყავით ფეხები 15-20 წუთით, შემდეგ გადაივლეთ თბილი წყალი.
  2. ქუსლებზე ნახეთქებისთვის. დაგჭირდებათ მცენარეთა — პიტნის, გვირილის, არყის ფოთლის — ხმელი ნარევის 5 სუფრის კოვზი. დაასხით ინგრედიენტებს 2-3 ლიტრი მდუღარე წყალი და დადგით ერთი საათით. შემდეგ გადაწურეთ ხსნარი და გაიკეთეთ აბაზანა.
  3. გაციების დროს. 2 სუფრის კოვზი მშრალი მდოგვი გახსენით 3 ლიტრ ცხელ წყალში — საუკეთესოა 38-40 გრადუსი. პროცედურა 20-25 წუთიანია. შეიმშრალეთ ფეხები თბილი, ბამბის პირსახოცით და ჩაიცვით შალის წინდები. გაითვალისწინეთ, რომ მაღალი ტემპერატურის დროს მდოგვის აბაზანა უკუნაჩვენებია.
  4. ფეხის ოფლიანობისა და უსიამოვნო სუნის დროს. ჭარბი ოფლიანობის დროს გამოიყენეთ შემდეგი ნარევი: მუხის ქერქის ნაყენი — 200 მლ, ზღვის მარილი — 60 გ, ჩაის ხის ეთერზეთი — 5 წვეთი, თბილი წყალი — 3 ლ. მარილიანი აბაზანა ასევე ხელს უშლის ფეხის შეშუპების განვითარებას.
  5. ფეხების დაღლილობისას. დაღლილ ფეხს კარგად შველის კონტრასტული აბაზანები ეთერზეთებით. ჩაყავით ტერფები 5 წუთით ეთერზეთიან ცხელ წყალში, შემდეგ 10 წამი — ცივში. ეს პროცედურა მოხსნის დაღლილობას და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
  6. ფეხების შეშუპებისას. ფეხის წესრიგში მოსაყვანად და სისხლძარღვების ტონუსის გასაუმჯობესებლად ძმრის აბაზანა დაგეხმარებათ. დაგჭირდებათ ერთი ჭიქა 9%-იანი ვაშლის ძმარი და 2 ლ თბილი წყალი. ამ აბაზანაში ფეხის დაყოვნება რეკომენდებულია არანაკლებ 20 წუთისა.

კურსი და შედეგი

სპეციალისტები გირჩევენ ჩაიტაროთ 3-4 პროცედურა სხვადასხვა შემადგენლობის აბაზანით. თუ კონკრეტული კომპონენტების მოქმედების შედეგი მოგეწონებათ, შეგიძლიათ გაიაროთ სრული კურსი — 10-15 პროცედურა. გახსოვდეთ, რომ ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისგან კომპლექსური მიდგომა მოითხოვს და ფეხის აბაზანა ამ პროცესის ერთ-ერთი სასარგებლო ნაბიჯია.

- რეკლამა -
Ad imageAd image

ფეხის აბაზანების სახლის პირობებში გამოყენება სპა-სალონების საუკეთესო ალტერნატივაა. ამ პროცედურების ღირებულება მცირეა, ეფექტი კი სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ. სცადეთ და საკუთარ სხეულს ყოველდღიური ზრუნვის სიამოვნება მიანიჭეთ.

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2025). ჩამოიბანეთ ფეხებიდან დაღლილობა — 6 ეფექტური აბაზანა სახლისთვის. 2 ოქტომბერი, 2025. https://shenipositive.ge/chamoibanet-fekhebidan-daghliloba-chayavit-fekhebi-20-tsutit-am-khsnarshi/

ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება