13 მიზეზი გამოიყენოთ ავოკადო ყოველდღე – წაკითხვის შემდეგ მის მირთმევას ვერ შეწყვეტთ

SheniPositive.ge
ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ავოკადოს ახლა მთელს მსოფლიოში აფასებენ. ეს ეგზოტიკური მცენარე გახდომაში გეხმარებათ, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. მექსიკაში მას აფროდიზიაკის სახითაც იყენებენ. და ეს ყველაფერი არაა… წარმოგიდგენთ 13 საიდუმლოს, რომელსაც ეს მწვანე საოცარი მცენარე ფლობს და რომელთა გამოც მის გამოყენებას ყოველდღე განაგრძობთ.

ავოკადო გემოთი და შემცველობით ბოსტნეულს მოგვაგონებს. ადამიანები დიდი ხანი მას თხილად თვლიდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ხილია. ავოკადოს სამშობლოდ მექსიკა და ცენტრალური ამერიკა ითვლება.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

რითია სასარგებლო ავოკადო

დიდი რაოდენობით მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს და დანაყრებულის შეგრძნებას გიტოვებთ. ამასთან, მაღალი კალორიულობის მიუხედავად, დიეტებში ხშირად იყენებენ. მასში შემავალი მჟავები წონას არეგულირებენ.

ნამდვილი ვიტამინების “საწყობი” (მის შემადგენლობაშია А, РР, Е, F, D, და В ჯგუფის ვიტამინები). ასევე, შეიცავს მინერალებს: მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, ფოსფორი, კალციუმი, ნატრიუმი, იოდი.

ავოკადოს შემცველობაში შემავალი კალიუმი არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ხელს უშლის ჰიპერტონიის განვითარებას.

ხსნის ანთებას, ტკივილს ართრიტის დროს. ანტისეპტიკურობის და დამატენიანებელი უნარის მეშვეობით აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.

ავოკადოში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმს გაახალგაზრდავებაში და ახალგაზრდობის გახანგრძლივებაში ეხმარება.

ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს სისხლში და ზრდის კარგის რაოდენობას.

ამ ხილს მუდამ უწევენ რეკომენდაციას ორსულებსა და მეძუძურ დედებში. მასში ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B6-ია, რომელიც ორსულებისთვისაა საჭირო.

ავოკადოს ზეთი — ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ზეთი მცენარეულ ზეთებში, რომელიც გამოირჩევა კვებითი ღირებულებით, შემადგენლობით და სიჯანსაღით.

სისხლში შაქრის რაოდენობას ასტაბილურებს და დიაბეტის წარმოშობის რისკებს ამცირებს.

სასარგებლოა გადამამუშავებელი სისტემისთვის და გეხმარებათ ყაბზობის დროს.

კალციუმის და ფოსფორის მეშვეობით ადამიანის ძვლებს და კბილებს კარგ მდგომარეობაში ამყოფებს.

ძლიერ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებიც მხედველობაზე ზრუნავენ და თვალში დაკლებას გამორიცხავენ.

ეს საოცარი ხილი დეპრესიისგან განგათავისუფლებთ და განწყობას გამოგიკეთებთ.

ახლა უკვე იცით თუ რამდენად სასარგებლოა ეს ხილი. თამამად დაამატეთ ის თქვენს რაციონში. ავოკადო სალათებსა თუ სენდვიჩებს ნაზი გემოთი დაამშვენებს. მიიღეთ წითელ თევზთან, ფრინველის ხორცთან ან კრევეტებთან ერთად.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniPositive.ge. 13 მიზეზი გამოიყენოთ ავოკადო ყოველდღე – წაკითხვის შემდეგ მის მირთმევას ვერ შეწყვეტთ [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/13-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%96%e1%83%94%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%90/
shenipositive.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network