როზმარინი მარადმწვანე ბუჩქია, რომელიც კლდიან ადგილებში გვხვდება. ანტიკურ ხანაში მას ჯადოსნურ თვისებებს მიაწერდნენ — თითქოს ადამიანისთვის ბედნიერება მოჰქონდა და კოშმარებისგან იცავდა. შექსპირის პერიოდში საქორწინო თაიგულს ამშვენებდა ერთგულებისა და ძლიერი სიყვარულის სიმბოლოდ. ოპერა ჰამლეტის ერთ-ერთ სცენაში ოფელია თავის ძმას აძლევს როზმარინის ტოტს, რომ სულიერად გაძლიერდეს. როზმარინის სურნელი მოგვაგონებს ლიმონის, ფიჭვის და ევკალიპტის არომატს. სუნამოს ფლაკონი საჩუქრად გადაეცა უნგრეთის ხანდაზმულ დედოფალ ელისაბედს, რომელსაც აწუხებდა პოდაგრა და ართრიტი — და ეფექტი განსაცვიფრებელი აღმოჩნდა: ის არა მარტო განიკურნა დაავადებებისგან, არამედ გაახალგაზრდავდა კიდეც, და 72 წლის ასაკში პოლონეთის მეფის გული დაიპყრო.
როგორ გვეხმარება როზმარინი წონის კლებაში
როზმარინის ერთ ტოტში (10 გრ.) მხოლოდ 13 კალორიაა, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერ კერძს სანელებლის სახით. 100 გრ. მწვანე ფოთოლი შეიცავს რკინის სადღეღამისო ნორმის ნახევარზე მეტს. ვინაიდან ეს წიწვოვანი ბალახი ხელს უწყობს მძიმე და ცხიმიანი საკვების მონელებას, შეგვიძლია ნებისმიერ ხორციან კერძთან ერთად მივირთვათ. ის აჩქარებს მეტაბოლიზმს და წვავს ცხიმებს, ამავე დროს ხსნის დაძაბულობას და გვათავისუფლებს სტრესისგან, რაც ამცირებს ტკბილეულის მოთხოვნასაც. ბუნებრივი ცხიმისმწველი პროდუქტების შესახებ მეტი ინფორმაცია დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
წონაში სწრაფად დასაკლებად მხოლოდ საკვებში დამატება საკმარისი არ არის — უნდა მოამზადოთ ცხიმისმწველი სასმელიც. როზმარინის ჩაი არა მარტო გვეხმარება შევამციროთ წელისა და ბარძაყის გარშემოწერილობა, არამედ გვაძლიერებს, გვათავისუფლებს დაღლილობისგან, აძლიერებს ლიმფის მოძრაობას და ამცირებს ცელულიტს.
როზმარინის გასახდომი ნაყენი
გამხმარი როზმარინი ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. მართალია, მწვანეს უფრო სასიამოვნო არომატი აქვს, მაგრამ გირჩევთ გამოიყენოთ მშრალი ფოთოლი. გამოიყენეთ ტოტი და ფოთლები ერთად — ასე ნაკლებად მწარე გემო აქვს. ცაცხვის ყვავილთან ერთად კი როზმარინს სასწაული მოქმედება აქვს: ეს სასმელი ხელს უწყობს სხეულის გაახალგაზრდავებას და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 სუფრის კოვზი გამხმარი ან ახალი როზმარინი
- 1 სუფრის კოვზი გამხმარი ცაცხვის ყვავილები
- 400 მლ ცხელი წყალი
მომზადება:
- ჭურჭელში მოათავსეთ მცენარეები და დაასხით ცხელი ანადუღარი წყალი (დაახლოებით 90 გრადუსი).
- შეფუთეთ და დაუტოვეთ მთელი ღამე.
- დილით გაწურეთ და 3 პორციად გაყავით.
- მიიღეთ ჭამამდე 20 წუთით ადრე, 21 დღის განმავლობაში.
- შემდეგ შეისვენეთ 3 კვირა.
თუ ასეთი კურსის ჩატარება არ გსურთ, 0,5 ჩაის კოვზი როზმარინი დაამატეთ 1 ფინჯან ჩაის და ისე მიირთვით. ძილის წინ მირთმევა არ გირჩევთ, რადგან ბალახი აფხიზლებს და ნორმალურ გამოძინებას შეგიშლით ხელს.
როზმარინის ეთერზეთი სხეულის მოსავლელად
თუ როზმარინის მწვანე ფოთოლს გასრისავთ, მისგან გამოიყოფა წებოვანი, ფისის მაგვარი სითხე — ეს არის როზმარინის ზეთი. კანზე წასმისას ის აქრობს ანთებას, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს სითხის შეკავებას და წვავს ცხიმს. ფართოდ გამოიყენება ცელულიტთან საბრძოლველად, ხოლო მასში შემავალი კარნოსოლის მჟავა აჩერებს დაბერების პროცესს.
გამოიყენეთ როზმარინის ეთერზეთის მასაჟი შემდეგი რეცეპტით:
- 7 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
- 2 სუფრის კოვზი საბაზო ზეთი (კაკაოს, ქოქოსის, ზეითუნის ან ყურძნის თესლის)
- 7 წვეთი ლიმონის წვენი
წაისვით პრობლემურ ადგილებზე, გადაიხვიეთ ცელოფნით და შეიხვიეთ თბილად. 1 საათის შემდეგ დაიბანეთ. ასევე შეგიძლიათ 3-5 წვეთი როზმარინის ზეთი დაამატოთ ნებისმიერ კრემსა ან ლოსიონს. მისი არომატი ტვინის იმ უჯრედებს ააქტიურებს, რომლებიც პასუხისმგებელია შიმშილზე, და ამ მარტივი ინჰალაციის შედეგად შიმშილი მნიშვნელოვნად მცირდება. სილამაზის მარტივი და ეკონომიური ხერხები კი კიდევ უფრო გაამდიდრებს თქვენს ყოველდღიურ რუტინას.
არ დაგავიწყდეთ არომატული მწვანილის დამატება კერძებში, მით უფრო დესერტებში. ძალიან უხდება თევზსა და კარტოფილს. თუ გჭირდებათ წონის კორექცია, დასახმარებლად მიმართეთ ბუნებრივ სანელებლებსა და ბალახებს — მოითმინეთ და აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. (2025). როზმარინი: წვავს ცხიმს, აძლიერებს გონებას და სხეულს. 28 სექტემბერი, 2025. https://shenipositive.ge/tsvavs-tskhims-adzlierebs-gonebas-da-skheuls-pikanturi-aromatis-fotlebi/



