ამ ნიღბებს ყოველდღე ვამზადებ. პიგმენტური ლაქები მთლიანად გაქრა, ნაოჭები ისეთი შესამჩნევი აღარაა.

SheniPositive.ge
ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

კანი ცვლილებები დაბერების ერთ-ერთი ნიშანია. ასაკს ნაოჭები და დალექილი კანი გასცემს. კანის პიგმენტური ლაქები, ფორების გაფართოება და აჭრელებული ფერი – ესთეტიკური დეფექტია, რომელიც ქალებს კომპლექს უჩენს. ისინი შეიძლება გამოიწვიოს მზემ, ორსულობამ, სტრესმა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა და სხვა.

წარმოგიდგენთ სახის ეფექტურ ნიღბებს, რომლებიც მსგავს პრობლემებს მოგაშორებენ და კანის რელიეფის აღდგენაში დაგეხმარებიან. ყველა მათგანი ხელმისაწვდომი ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგება. მთავარია იმოქმედოთ რეგულარულად.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

ასაკობრივი ლაქები სახეზე

სტაფილოსა და ვაშლის ნიღაბი
გახეხეთ სტაფილო. ათქვიფეთ 1 ქათმის კვერცხი და დაუმატეთ 1ჩ.კ. გახეხილი სტაფილო. აურიეთ. წაისვით სახეზე, კისერზე და დეკოლტეზე მასაჟური მოძრაობებით. დაიტოვეთ 30 წთ შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. დაიდეთ დამატენიანებელი კრემი ან ნუშის ზეთი.გაიკეთეთ ნიღაბი ყოველდღე 10 დღის მანძილზე, შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და კვირაში 2-3ჯერ გააგრძელეთ. 1 თვის შემდეგ ლაქები გაქრება, კანი დაიჭმება და ჯანსაღ იერს მიიღებს.

ნიღაბი ოხრახუშით
კანის კარგი იერისთვის ყოველდღიურ რაციონში შეიტანეთ ოხრახუში. ის გარეგანი გამოყენებისთვისაც გამოდგება. ეფექტური ნიღბის დასამზადებლად აურიეთ 1 ჩ.კ. დაჭყლეტილი ოხრახუში, 1 ჩ.კ. ლიმნის წვენი და 1 ჩ.კ. შვრიის ფქვილი. ყველაფერი კარგად აურიეთ.

დაიდეთ მასა სახეზე ნელა, დაიტოვეთ 20წთ და ცივი წყლით ჩამოიბანეთ. წაისვით დამატენიანებელი კრემი. სჯობს საღამოს გაიკეთოთ ლიფტინგის ეფექტისთვის, ის კვებავს კანს. თუ ცხიმიანი ან ნორმალური კანი გაქვთ, დღეგამოშვებით გაიკეთეთ, თუ მშრალი, მაშინ კვირაში ორჯერ საკმარისია.

ბანანი ნიღაბი
დაიდეთ ბანანის პიურე სახეზე 20-30 წუთით. დაიბანეთ ცივი წყლით. აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი. ბანანი მსუბუქი პილინგივით მუშაობს: პიგმენტურ ლაქებს აქრობს.შეგიძლიათ ის კვირაში რამდენჯერმე გაიკეთოთ. კანი ერთ ტონალობაში გადავა და დასვენებულის იერს მიიღებს. თუ ძალიან მშრალი კანი გაქვთ, ნიღაბს ცოტაოდენი ნატურალური არაჟანი დაუმატეთ.

ბადრიჯნის ნიღაბი
ბოსტნეულის სეზონზე ეს ნიღაბი ცადეთ. მარლაზე გაჟღინთეთ ახლადდაწურული ბადრიჯნის წვენით ან მისგან მომზადებული პიურეთი. დაიდეთ მარლა სახეზე 20 წუთით. პროცედურის შემდეგ, თბილი წყლით დაიბანეთ. სასურველი ეფექტისთვის ყოველდღე დაიმზადეთ. 3 კვირის შემდეგ ლაქები გაქრება.

ნატურალური კომპონენტები კანის მდგომარეობას გააუმჯობესებენ და პრობლემებსაც ეფექტურად დაამარცხებენ.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniPositive.ge. ამ ნიღბებს ყოველდღე ვამზადებ. პიგმენტური ლაქები მთლიანად გაქრა, ნაოჭები ისეთი შესამჩნევი აღარაა. [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a6%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%96/
shenipositive.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network