უბრალოდ მოათავსეთ ბანანი ადუღებულ წყალში – 10 წუთის შემდეგ დატკბით სასმლით, რომელიც სავსეა სამკურნალო მინერალებით

SheniPositive.ge
ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ბანანის კანს ხილის მირთმევის შემდეგ, მაშინვე ნაგვის ურნაში ვაგდებთ, მაგრამ სწორია კი ეს? ბევრი ამბობს, რომ გადამუშავების გამო მასში დიდი რაოდენობით პესტიციდებია, ამიტომაც მსგავსი ქერქისგან ნამდვილად უნდა გავთავისუფლდეთ.

ბანანის სარგებლიანობა

მაღაზიის თაროებზე ბიოპროდუქტები გამოჩნდა. ორგანული ხილის და ბოსტნეულის შეძენისას, მათი კანის საკვებში გამოყენების აღარ უნდა გვეშინოდეს.


ამ პრინციპით მზადდება სამკურნალო ჩაი ბანანის ქერქით. ეს სასმელი საუკეთესოდ გამოადგებათ მათ, ვინც ჰიპერტონიით, უძილობით, ნერვული სისტემის პრობლემებით და საკვების გადამუშავების პროცესის დარღვევით იტანჯება.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

საშუალება წნევის დასაწევად

ბანანის ჩაი დადებითად მოქმედებს ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ეს სასმელი დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს, რომელიც ძარღვებს აფართოებს და ორგანიზმში წყლის ბალანსს არეგულირებს.

უძილობის წამალი

ტრიპტოფანის, სეროტინის და დოპამინის მაღალი შემცველობის გამო, ბანანის ჩაი ღამით ხარისხიან და ღრმა დასვენებას შეუწყობს ხელს.

საშუალება ნერვული აშლილობის დროს

დოპამინი და სეროტინი ასევე დადებითად მოქმედებენ ადამიანის ნერვულ სისტემაზე. დეპრესიული მდგომარეობის დროს დღეში ერთხელ მაინც უნდა მიირთვათ ბანანის ჩაი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებისთვის

კალიუმის მაღალი შემცველობის გამო, ეს სასმელი საკვების გადამამუშავებელი სისტემის სწორ მუშაობას განაპირობებს.

ბანანის ჩაის მომზადება მარტივია, მნიშვნელოვანია, ყველა კომპონენტი ნატურალური იყოს.

ინგრედიენტები
  • 2 ბანანი
  • 1,5 ლ წყალი
  • 2 ს.კ. თაფლი
მომზადება

დაჭერით ბანანი რამდენიმე ნაწილად ქერქის მოძრობის გარეშე.

აადუღეთ ქვაბში წყალი, მოათავსეთ ბანანის ნაწილები.

ხარშეთ სასმელი 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ცეცხლიდან გადმოიღეთ. როცა ჩაი 40 გრადუსამდე გაცივდება, დაამატეთ სითხეს თაფლი.

ბანანის სასმელი ჩვეულებრივი ჩაის ნაცვლად გამოიყენეთ (დღეში არაუმეტეს 3 ჭიქისა). ის არაჩვეულებრივად აცხრობს შიმშილის გრძნობას, ამიტომაც ისინი, ვისაც გახდომა სურს, უნდა დალიოს არამხოლოდ ბანანის ჩაი, არამედ მისი ქერქიც უნდა მიირთვას.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniPositive.ge. უბრალოდ მოათავსეთ ბანანი ადუღებულ წყალში – 10 წუთის შემდეგ დატკბით სასმლით, რომელიც სავსეა სამკურნალო მინერალებით [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%93-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98/
shenipositive.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network