ერთი ნიღბის სამმაგი მოქმედება! ლიფტინგი სასწაული ეფექტით!

ერთი ნიღბის სამმაგი მოქმედება! ლიფტინგი სასწაული ეფექტით!
2 წუთიანი წაკითხვა

სახეზე მნიშვნელოვან ასაკობრივ ცვლილებებს  ქალთა უმრავლესობა განსაკუთრებულად განიცდის. ზოგჯერ 35 წლის ასაკში 10- დან 8 ქალს უკვე შესამჩნევად აქვს გამოხატული კანთან დაკავშირებული საფრთხე: კანის სიმშრალე, სიმკვრივის დაკარგვა, წვრილი მიმიკური ნაოჭები.

уход за кожей после 35

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

40 წლის შემდეგ კანი სწრაფი ტემპით იწყებს დაბერებას. ეს დაკავშირებულია ჰორმონალურ ცვლილებებთან, მეტაბოლიზმის დაქვეითებასთან, არასწორ კვების რეჟიმთან და სხვა.

დაბერების პროცესი გარდაუვალია, მაგრამ ის შეიძლება შენელდეს! ამისათვის არ არის აუცილებელი, სილამაზის ინექციების ან ქირურგიული ლიფტინგის ძვირადღირებული კურსის ჩატარება. სახლში სწორად შედგენილი და სისტემატური კანის მოვლის საშუალება ხელს შეუწყობს საოცარი შედეგების მიღწევას.

уход за кожей после 40

საფუარი კანისთვის

B-ჯგუფის ვიტამინები, რომლითაც მდიდარია საფუარი, ხელს უწყობს ეპიდერმისის უჯრედებში მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას. იგი ეხმარება დაბერების ნიშნების ნეიტრალიზებას, აგლუვებს კანს, ასევე  ვიტამინები E, D, C, H, PP კვებავს და ატენიანებს.

საფუარის გავლენით კანის ფერი უმჯობესდება. ამინო მჟავებს, რომლებსაც შეიცავს საფუარი, ანტიბაქტერიული და გამწმენდი მოქმედება აქვს. საფუარს ასევე აქვს ანტიალერგიული, დამამშვიდებელი ეფექტი.

польза дрожжей

საფუარი შეიცავს ფოსფოლიპიდებს – სპეციალურ ფერმენტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ახალგაზრდობის შენარჩუნებასა და კანის ელასტიურობის შენარჩუნებაზე. ნიღაბის შემდეგ, არ არის საჭირო რაიმე საშუალების გამოყენება კანისთვის.

საფუარის ნიღაბი სახლის პირობებში

პირველი პროცედურის შემდეგ თქვენ შენიშნავთ მკაფიო განსხვავებას. გირჩევთ ორკვირიან კურსს, ხანგრძლივი ეფექტით.

дрожжевая маска для лица

შემადგენლობა:

10 გ მშრალი საფუარი

6 ჩ/კ. თბილი რძე

1 ჩ/კ. თაფლი (თუ ალერგია არ გაქვთ)

3 ჩ/კ. სახამებელი

2-3 წვეთი ზეთოვანი A ვიტამინი

2-3 წვეთი ზეთოვანი ვიტამინი E

მომზადება და გამოყენება:

გახსენით საფუარი თბილ რძეში და 15 წუთი გააჩერეთ.

დაამატეთ თაფლი, თუ ალერგიული ხართ ამ პროდუქტზე შეცვალეთ იოგურტით, დაუმატეთ სახამებელი, ვიტამინები და აურიეთ კარგად.

ფუნჯით წაისვით სახეზე და ყელზე, მოარიდეთ ტუჩებსა დათვალებს.

პირველი ფენის შეშრობის შემდეგ წაისვით მეორე, როცა მეხუთე ფენას წაისვამთ, ნიღაბი დაიტოვეთ 20 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

уход за кожей в домашних условиях

 

პროცედურის დასრულებიდან რამდენიმე წუთში გაიწმინდეთ სახე ვაშლის ძმრით. როცა კანი გაშრება, წაისვით ნებისმიერი დამატენიანებელი კრემი.

დაასრულეთ სილამაზის რიტუალი ხუთწუთიანი რელაქსაციით: დაწექით სწორ ზედაპირზე, ბალიშის გარეშე ზურგზე, დახუჭეთ თვალები და ეცადეთ, სრულად მოადუნოთ სახის თითოეული კუნთი.

молодая женщина

არაფერი აახალგაზრდავებს ქალს ისე, ვიდრე დადებითი ემოციები. გისურვებთ, რომ რაც შეიძლება მეტი სიხარულის მიზეზი გქონდეთ! ვიმედოვნებთ, რომ ამ სასარგებლო სტატიას ჩაინიშნავთ და გამოიყენებთ. შედეგები გაგვიზიარეთ კომენტარებში.

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2025). ერთი ნიღბის სამმაგი მოქმედება! ლიფტინგი სასწაული ეფექტით!. 21 სექტემბერი, 2025. https://shenipositive.ge/erti-nighbis-sammagi-moqmedeba-liftingi-sastsauli-efeqtit/

სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. ერთი ნიღბის სამმაგი მოქმედება! ლიფტინგი სასწაული ეფექტით! [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/erti-nighbis-sammagi-moqmedeba-liftingi-sastsauli-efeqtit/
shenipositive.ge
😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
🥳

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება 😄

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network