პროდუქტების ვადა

პროდუქტების ვადა
2 წუთიანი წაკითხვა
პროდუქტების ვადაზე ზრუნვა არ არის მხოლოდ ეკონომიური საკითხი, არამედ ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. გაიგეთ როგორ გავხადოთ სამზარეულო უსაფრთხო და ეფექტური.

რაც არ უნდა სწრაფი იყოს დიასახლისი, რთულია გააკონტროლო ყველაფერი რაც სამზარეულოში ხდება. მაგალითად, სუნელები, თაფლი და სხვა პროდუქტები მიჩნეულია როგორც “სამუდამოები”.  წარმოგიდგენთ 7 გაფუჭებად პროდუქტს, რომლებიც სამზარეულოს თაროებზე წლობით შეიძლება გვედოს. ზოგიერთი მათგანი ჯანმრთელობისთვის საშიშიც კია. 10-დან 8 დიასახლისი ფატალურ შეცდომას უშვებს ამაზე თვალს რო ხუჭავს…

 

დაფქული სუნელები

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ბოლოს როდის განაახლეთ სუნელების მარაგი?

ყველა პროდუქტს თავისი ვადა აქვს, სუნელები გამონაკლისები არ არის. მარცვლოვანი საკმაზები სწორი შენახვის შემთხვევაში 5 წელზე მეტხანს არ ფუჭდებიან, მაგრამ დაფქული სუნელები 1-2 წლის შემდეგ აღარაფრად ღირან. 2 წლის შემდეგ აუცილებლად გადააგდეთ კონკრეტული სუნელი და ახლით ჩაანაცვლეთ.

შოკოლადი

ეს ღვთაებრივი ტკბილეული მარადიული არაა – მისი ვადა სულ რაღაც 1 წელია. თუ აღმოაჩენთ რომ თეთრდება და სურნელს კარგავს, გადააგდეთ. 6 თვე არაუშავს, მაგრამ ამის შემდეგ გაფუჭებას იწყებს.

ვანილის შაქარი

მისი შენახვა 1 წელზე მეტხანს არ შეიძლება. ჩვეულებრივი შაქარი 5 წელს ძლებს თუ მას ტომარაში 11-25 გრადუსზე მოათავსებთ. ვანილის შაქარი კი 1 წლის შემდეგ აუცილებლად გაფუჭდება, რომც არ ეტყობოდეს.

გამაფხვიერებელი

მისი ვადა საკმაოდ მოკლეა – მხოლოდ 9-12 თვე.

ჩაი

თუ ჩაის პაკეტებს ჰაერის დამხშობ ჭურჭელში არ მოათავსებთ, გემოს მალე დაკარგავს. არ გაფუჭდება, თუმცა გემრიელ არომატს გამოემშვიდობეთ. შუშის ან რკინის ქილები მას სიცოცხლეს უფრო დიდხანს შეუნარჩუნებს.

ხახვი

შეინახეთ ჰაერის დამხშობ ნივთში: ქაღალდის ან ხის ყუთში. ასე ხახვი 3 თვემდე შეინახება.

თაფლი

ხარისხიანი თაფლი ფერმიდან შესაძლოა 3 წელი შენარჩუნდეს. სამწუხაროდ მაღაზიებში ნაყიდი თაფლების 50 % შაქრისა და კონსერვანტების წყაროა. ასეთი პროდუქტი მხოლოდ 9-12 თვე უნდა იქონიოთ.

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2025). პროდუქტების ვადა. 27 სექტემბერი, 2025. https://shenipositive.ge/produqtebis-vada/

სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. პროდუქტების ვადა [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/produqtebis-vada/
shenipositive.ge
😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
🥳

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება 😄

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network