როგორ გავიგოთ ჩვილი ბავშვის სურვილები და სიგნალები

ნინო ბერიძე
ავტორი
3 წუთიანი წაკითხვა

ბავშვები ლაპარაკის დაწყებამდე თავიანთი ენით საუბრობენ. იმისთვის, რომ ეს ენა გაიგონ, ზრდასრულებმა მისი გაშიფვრა სცადეს. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ბავშვები სიტყვებით თუ ვერ გადმოსცემენ სათქმელს, სათანადო ნიშნებს მაინც გვაძლევენ. ტირილი, სიცილი, სხვადასხვა ხმა, ჟესტები და მიმიკა — ეს ყველაფერი ერთად ქმნის ბავშვის ენას, რომლის გადათარგმნაც მშობლებს მასთან სრულფასოვანი დიალოგის წარმოების საშუალებას აძლევს.

ჩვილის ტირილი სხვადასხვა მნიშვნელობას შეიძლება ატარებდეს
ჩვილის ტირილი სხვადასხვა მნიშვნელობას შეიძლება ატარებდეს — ფოტო: Antoni Shkraba / Pexels (Pexels License)

ტირილი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს

ტირილი ჩვილის ერთ-ერთი მთავარი კომუნიკაციის საშუალებაა, თუმცა ის ყოველთვის ერთი და იმავე მიზეზით არ ხდება. მშობლებმა უნდა ისწავლონ ტირილის სახეობების გარჩევა:

  • შიმშილის დროს. ახალშობილი ისტერიულად იქცევა, თავს ატრიალებს და ხანდახან უცნაურ ხმებს გამოსცემს.
  • დაძახების მანიშნებელი. თუ პატარას სურს ვინმეს დაუძახოს, თავიდან რამდენიმე წამი ყვირის, შემდეგ 20 წამი ჩუმდება და ასე ციკლურად. ისტერიკამდე მიდის მაშინ, თუ მის ძახილზე არავინ რეაგირებს.
  • ავადმყოფობისას. ბავშვი ტირის მონოტონურად და უწყვეტად. თუ ძალა არ აქვს, ჩუმად ტირის. მოულოდნელ ამოყვირებებს ტკივილი იწვევს.
  • თუ არაკომფორტულადაა. წკმუტუნებს და შესაბრალისად ტირის, თუ გაღიზიანებულია ან მოუხერხებლად გრძნობს თავს.

ავსტრალიელმა პედიატრმა პრისცილა დანსტენმა პატარების მიერ გადმოცემული ხმების კვლევა ჩაატარა 4 თვემდე ასაკის ბავშვებში და დაასკვნა, რომ რეფლექტური ხმები ინტერნაციონალურია და კონკრეტული მნიშვნელობა აქვთ. პედიატრების მიერ დადგენილი კლასიფიკაციის მიხედვით:

  • “ნია” (“ნე”) — “მშია!”
  • “ჰე” — “არაკომფორტულად ვარ!”
  • “აუ” (“ოუ”, “ოი”) — “მეძინება, დავიღალე!”
  • “იეო” (“იეუ”) — “მუცელი მტკივა, გაზები.”
  • “ე-ე” (“ეი”) — “გული მერევა!”
ჩვილი სხეულის ენით გამოხატავს თავის მოთხოვნილებებს
ჩვილი სხეულის ენით გამოხატავს თავის მოთხოვნილებებს — ფოტო: RDNE Stock project / Pexels (Pexels License)

ჩვილი აქტიურად იყენებს სხეულის ენას

სიტყვებს გარდა, ჩვილები სხეულის ენასაც ფართოდ იყენებენ. თითოეულ მოძრაობას თავისი მნიშვნელობა აქვს:

- რეკლამა -
Ad imageAd image
  • ხრის ზურგს. 2 თვემდე ეს ტკივილზე პასუხია, შემდეგ კი დაღლილობის სიგნალი. თუ ბავშვი ჭამის დროს ან შემდეგ იხრება, ნიშნავს, რომ დანაყრდა.
  • რიტმულად ატრიალებს თავს. ცდილობს თავი გაართოს ან დაამშვიდოს. ასე შეიძლება მოიქცეს უცხო ხალხში ან ახალ გარემოში.
  • ხელს კიდებს ყურებს ან ცხვირს. ბავშვი უბრალოდ იკვლევს საკუთარ სხეულს. ნერვიულობა საჭირო არ არის. შეიძლება ფეხებსაც ჩაეჭიდოს.
  • მუშტებს კრავს. ჭამა უნდა. რამდენიმე წუთში შეიძლება ტირილიც მოაყოლოს.
  • ფეხებს ჭიმავს. სავარაუდოდ მუცელი სტკივა და ფეხების მოზიდვით ტკივილს იმსუბუქებს. ეს სრულიად ბუნებრივი ქმედებაა.
  • ხელებს ისვრის. დიდი ალბათობაა, რომ რამემ შეაშინა — შეიძლება სინათლემ, ხმაურმა ან საკუთარი თავის ქმედებამ.
მშობელი ბავშვთან აქტიური კომუნიკაცია ხელს უწყობს მის განვითარებას
მშობელი ბავშვთან აქტიური კომუნიკაცია ხელს უწყობს მის განვითარებას — ფოტო: Tima Miroshnichenko / Pexels (Pexels License)

როგორ დავეხმაროთ ბავშვს განვითარებაში

1 წლამდე ბავშვს საუბარი არ შეუძლია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მასთან კონტაქტი არ არის საჭირო. პირიქით, პედიატრები მშობლებს ურჩევენ, რაც შეიძლება მეტი ესაუბრონ ბავშვებს, აუხსნან და ააჩვენონ გარემო, ელაპარაკონ ისე, თითქოს ბავშვს უკვე შეუძლია სათანადო რეაქციის გამოხატვა.

ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, ისევე როგორც სწორი კვება, ადრეული კომუნიკაცია პირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელ განვითარებაზე. ყველა ეს ქმედება მის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს.

დასკვნა

ჩვილი ბავშვი სიტყვების გარეშეც ბევრს გვეუბნება. ყურადღებიანი მშობელი, რომელიც ისწავლის ტირილის სახეობების, ხმების და სხეულის ენის გარჩევას, ბევრად უკეთ გაიგებს თავის შვილს და გაუადვილებს მას ამ სამყაროში პირველ ნაბიჯებს. მთავარია — იყოთ ახლოს, იყოთ ყურადღებიანი და ნუ შეგეშინდებათ კომუნიკაციისა, თუნდაც მაშინ, როცა პასუხი სიტყვებში ჯერ არ მოდის.

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2026). როგორ გავიგოთ ჩვილი ბავშვის სურვილები და სიგნალები. 14 აპრილი, 2026. https://shenipositive.ge/rogor-gamovitsnot-chvili-bavshvebis-survilebi/

ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება