მეცნიერების მტკიცებით, ადამიანის ფიქრებს მისი მომავლის შეცვლა შეუძლია. ბევრი ფილოსოფოსი ამტკიცებს, რომ რასაც ვფიქრობთ, ის ვხდებით. თუ კარგს ვფიქრობთ, მომავალში უკეთესი მდგომარეობა გვექნება და პირიქით. გარდა ამისა, პოზიტიურ ფიქრებს და ძლიერ ფსიქიკას შეუძლია ადამიანი სერიოზული დაავადებისგანაც კი განკურნოს. მთავარია შევძლოთ სტრესის კონტროლი და ჩვენს ფიქრებს ჩვენზე ზემოქმედების საშუალება არ მივცეთ. გთავაზობთ ხუთ საფეხურს, რომელთა პრაქტიკაში გამოყენებაც გონების კონტროლში დაგეხმარებათ.

სტრესი გამოწვევაა და არა დაბრკოლება
სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ადამიანის სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა მის გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. მთავარია არ დავკარგოთ თავზე კონტროლი და ნებისმიერ სიტუაციაში კარგი დავინახოთ. შეხვდით სტრესს როგორც გამოწვევას და შეეცადეთ ყოველი სიტუაციიდან იპოვოთ გამოსავალი და მაქსიმალური სარგებელი დაინახოთ.
სტრესის შესამცირებლად კარგად გამოდგება სხვადასხვა მეთოდი. მასაჟი სტრესისა და სხვა პრობლემებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, თუმცა ვარჯიში, მედიტაცია და მეგობრებთან ერთად დროის გატარებაც შესანიშნავად მოქმედებს.
პოზიტივის ძიება და ზედმეტი ნერვიულობის თავიდან არიდება

კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები ნეგატიური ენერგიის თავიდან არიდებას მეტ დროს უთმობენ, ვიდრე პოზიტივის ძიებას. გირჩევთ შეცვალოთ ეს მიდგომა და აქტიურად ეძებოთ პოზიტივი. თუ თქვენი გონება მხოლოდ დადებითი შეგრძნებებით დაიმუხტება, უარყოფითისთვის ადგილი ფაქტობრივად აღარ დარჩება.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია არ ვინერვიულოთ იმაზე, რისი შეცვლაც შეუძლებელია. კითხვები, როგორიცაა “რატომ ვუთხარი ეს?” ან “რატომ ვიყავი ასეთი სულელი?”, მხოლოდ უარყოფითს მოგიტანთ. გახსოვდეთ მარტივი წესი: ის, რისი შეცვლაც შეგიძლიათ, პრობლემა არ არის, ხოლო რისი შეცვლაც შეუძლებელია, მასზე ნერვიულობას საერთოდ არ აქვს აზრი.
სტრესსთან ბრძოლის კიდევ სამი ეფექტური მეთოდი
- ფულით ბედნიერების ყიდვა შეიძლება. თუ ფულის ხარჯვა არ გაბედნიერებთ, გამოდის, რომ არასწორად ხარჯავთ. მოიხმარეთ ფული გონივრულად, დაფიქრდით, რისი მიღება გესიამოვნებათ ყველაზე მეტად, და ეცადეთ სწორედ ის შეიძინოთ. ამით სტრესსაც შეუმცირებთ სიცოცხლეს.
- იმღერეთ. საერთოდ არ გჭირდებათ კარგი ხმა ან სმენა. იმღერეთ მანქანაში, საშხაპეში ან გუნდში, მთავარია დადებითი შეგრძნებები მიიღოთ. კვლევებმა აჩვენა, რომ სიმღერა აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და აძლიერებს ენდორფინებს, სეროტონინს, დოპამინსა და ოქსიტოცინს.

კარადის დალაგება სტრესს ხსნის — ეს ერთ-ერთი პოპულარული მოსაზრებაა, რომელიც ნაწილობრივ მეცნიერულ საფუძველსაც ეყრდნობა. ზოგადად, ნებისმიერი აქტივობა, რომელიც გონებას ახალ, პოზიტიურ სტიმულს სთავაზობს, სტრესის შემცირებაში გვეხმარება.
დასკვნა
სტრესი 21-ე საუკუნის გარდაუვალი თანამგზავრია, თუმცა მასთან ბრძოლა სრულიად შესაძლებელია. გონების კონტროლი, პოზიტიური აზროვნება, სიმღერა, სწორი დასვენება და ფულის გონივრული ხარჯვა — ეს მარტივი, მაგრამ დამტკიცებული მეთოდებია, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ადვილად გამოიყენება. სცადეთ და შეამჩნევთ განსხვავებას.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. (2026). სტრესი 21-ე საუკუნის სენია — გირჩევთ ამ მეთოდებით ებრძოლოთ მას. 21 აპრილი, 2026. https://shenipositive.ge/stresi-21-e-saukunis-senia-girchevt-am-metodebit-ebrdzolot/


