თქვენი თმა იდეალურ ელფერს შეიძენს, თუ ამ 7 რჩევას გაითვალისწინებთ

SheniPositive.ge
ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
ლამაზი და ჯანმრთელი თმა მხოლოდ ბუნებრივი მონაცემებით არ განისაზღვრება. სწორი მზრუნველობისა და მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალების გაზიარებით შესაძლებელია იდეალურ შედეგებს მივაღწიოთ.
7. გამოიყენეთ აბრეშუმის ბალიშის ზედაპირი

თუ გსურთ რომ თქვენი თმა ზედმეტი ზრუნვის გარეშე გამოიყურებოდეს კარგად, მაშინ თქვენი ბამბის ბალიშის გადასაფარებელი აბრეშუმით ჩაანაცვლეთ. ისინი უფრო უკეთ იწოვენ თმის ცხიმს და მათი ზედაპირი თმის ხახუნის ეფექტს ამცირებენ. ეს ეფექტი ამ ფოტოშიც ჩანს:

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network
6. შეკვრა

თუ გსურთ რომ თმა ბუნებრივი და ლამაზი ფორმით დაიყენოთ ბანაობის შემდეგ, ოდნავ სველი თმა მაღლა შეიკარით ფოტოს მსგავსად. მოაქციეთ თმის ძირები კვანძის ქვეშ, რათა შემდეგ მარტივად მისცეთ სასურველი ფორმა.

5. გამოიყენეთ თმის სამაგრები


თუ თმის დახვევის სპეციალური პროცედურები არ გხიბლავთ, გამოიყენეთ თმის სამაგრები. წაისვით ძილის წინ თმაზე თმის დასაყენებელი და დაყავით თმის ღერები სხვადასახვა ნაწილად. დაახვიეთ ყოველი ნაწილი თმის სამაგრზე წრიულად და დაიტოვეთ ასე დილამდე.

4. გამოიყენეთ შარფი

თუ დაიღალეთ ზედმეტად აფუებული თმის ქონით, ძილის წინ შემოიკარით თავზე ატლასის შარფი და ასე დაიძინეთ. ეს მას აფუებასა და ერთმანეთთან მიკრობაში შეუშლის ხელს.

3. გაიკეთეთ ორი კიკინა.

წაისვით თმის ბალზამი თხლად სველ თმაზე და გაიყავით იგი ორ ნაწილად.  დაახვიეთ ისინი ერთ ბურთად და ასე გაიშრეთ ცხელი ჰაერით. გაიშალეთ ეს კიკინები დილას და წაისვით თმის დამატენიანებელი.

2. ჩაანაცვლეთ უხეში თმის სამაგრები ნაზი საკრავებით

ნუ შეიკრავთ თმას სინთეტიკური და უხეში საკრავებით. გამოიყენეთ აბრეშუმის ან ატლასის ნაჭერი და გაიყავით ამ საკრავებით თმა რამდენიმე ზოლათ ძილის წინ.

1. გამოიყენეთ სწორი სავარცხელი

თმის ფორმების საკონტროლებლად და მისი ძირების სწორი დავარცხნისათვის, გამოიყენეთ ისეთი სავარცხელი, რომელსაც რამდენიმე სახის განსხვავებული თავები აქვს.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniPositive.ge. თქვენი თმა იდეალურ ელფერს შეიძენს, თუ ამ 7 რჩევას გაითვალისწინებთ [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0-%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0/
shenipositive.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network