რძის შრატი დიდხანს სიცოცხლეს განაპირობებს. წარმოგიდგენთ სამკურნალო კოქტეილს.

SheniPositive.ge
ავტორი
3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ძვირადღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებზე ხარჯვას შეიძლება თავი ავარიდოთ თუ ყურადღებით გადავავლებთ თვალს მაცივარში მოთავსებულ პროდუქტებს. ხანდახან ეს შეიძლება კვერცხი ან კიტრი იყოს.

რძის შრატის სარგებლიანობა

ბევრი ადამიანი ვერ აფასებს ამ პროდუქტს და ტყუილუბრალოდ. მასში ბევრი საჭირო კომპონენტია: ლაქტოზა, ცილები, ვიტამინი A,E,C,B ჯგუფი, სასარგებლო მჟავები, მაგნიუმი და კალციუმი.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

მდიდარი შემადგენლობის წყალობით რძის შრატს ფართოდ იყენებენ გამაკანსაღებელი და კოსმეტიკური მიზნებისთვის. ცადეთ მისი მიღება სახლის პირობებში და თავად დარწმუნდებით.

ორგანიზმის გასუფთავება რძის შრატით დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ ტოქსინებისგან. ეს ლაქტოზის ხარჯზე ხდება. ის აუმჯობესებს საკვების მომნელებელ სისტემას.

რეკომენდირებულია მათთვის, ვინც ჭარბი წონით იტანჯება. ეს პრიმიტიული პროდუქტი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აფხიზლებს ორგანიზმს და ზედმეტი კილოგრამებისგან განთავისუფლებაში ეხმარება.

იმუნური სისტემის გაძლიერება – კიდევ ერთი პოზიტიური პუნქტი იმისთვის, რომ რძის შრატი რაციონში ჩართოთ. რეგულარული გამოყენებისას იმუნიტეტი ნორმაში ჩადგება და ენერგეტიკული ბალანსიც აღდგება. დალიეთ დილით 1 ჭიქა, სჯობს საუზმემდე.

დაგმუხტავთ სიხარულით. ის ორგანიზმში სეროტინის გამოყოფას ეხმარება, ბედნიერების ჰორმონის. გახსოვდეთ კალიუმის შესახებ: ეს ელემენტი ყურადღების კონცენტრირებას უწყობს ხელს. დამატებითი ბონუსია ვიტამინი B, რომელიც ემოციური მდგომარეობის სტაბილურობაზე აგებს პასუხს. ასე შეგიძლიათ ებრძოლოთ ქრონიკულ დაღლას და სტრესს.

კოსმეტიკური პროცედურები – რძის შრატი ხშირად შედის ნატურალური კოსმეტიკის შემადგენლობაში. ის ხსნაა ნებისმიერი კანისთვის. ებრძვის ნაოჭებს და კანს ჯანსაღ იერს სძენს. რძის შრატი სასარგებლოა თმისთვისაც – გავლენას ახდენს მის ზრდასა და აღდგენაზე.

ანტიოქსიდანტები შრატის ყველაზე ღირებული კომპონენტებია – ისინი აფერხებენ დაბერებას. ამიტომაც, გამოიყენეთ სახის ნიღბებში. ცადეთ შემდეგი რეცეპტები:

რძის შრატი სახის კანისთვის

აურიეთ ცოტაოდენი დაფქული ყავა რძის შრატთან პროპორციით 1:2ზე და მიღებული მასა სკრაბის სახით გამოიყენეთ. დაიდეთ კანზე მასაჟური მოძრაობებით. დაიტოვეთ მაქსიმუმ 3 წთ. მოარიდეთ გარშემო არეს. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

დაიდეთ სახეზე რძის შრატის და ხაჭოს ნაზავი პროპორციით 1:1ზე და დაიტოვეთ 20წთ. დაიბანეთ თბილი წყლით და შედეგი მაშინვე სახეზე იქნება.

ნაოჭებისთვის: გაყინეთ რძის შრატი კუბიკებად და გადაისვით სახეზე ყოველ დილით. დამატენიანებელ კრემთან ერთად ის სახის მშვენიერი შემზადებაა მაკიაჟის წასმამდე.

შეგიძლიათ დაამატოთ გამაჯანსაღებელ კოქტეილებში, აურიოთ კენკრასთან, ხაჭოსთან, შაქართან. გაუკეთოთ ჟელე პატარებს. დაამატოთ ბავშვთა კვებაში. ის ახლოსაა დედის რძესთან.

ყველაზე მოხერხებულია მოამზადოთ სახლის პირობებში.

მომზადება

რძე ადუღებამდე მიიყვანეთ, დაამატეთ ნახევარი ლიმნის წვენი, მუდამ ურიეთ. გადმოიღეთ ცეცხლიდან გაატარეთ მარლაში ან საცერში და მიიღებთ შრატს.

დადგით ტბილ ადგილას, რათა მაწონად იქცეს. პროცესის დაჩქრებისთვის ჩააგდეთ მასში ჭვავის პური. გაათბეთ ცეცხლზე ხაჭოს მიღებამდე. ის შეგიძლიათ მიირთვათ, შრატი კი გამოიყენოთ.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniPositive.ge. რძის შრატი დიდხანს სიცოცხლეს განაპირობებს. წარმოგიდგენთ სამკურნალო კოქტეილს. [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%a0%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%aa/
shenipositive.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network