რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ვეგეტარიანელობას

SheniPositive.ge
ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მეცნიერები დიდი ხანია საუბრობენ იმის შესახებ, რომ ხორცში გაცილებით ნაკლები სასარგებლო ნივთიერებაა, ვიდრე პარკოსნებში. ვეგეტარიანელები სპორტსმენებს შორისაც არიან. ისინი ამტკიცებენ, რომ ხორცზე უარის თქმა – ეს მათი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

ამავე დროს, ხორცის მოყვარულებს არ სჯერათ, რომ მცენარეული ცილები საკმარისია დიდი ფიზიკური დატვირთვისთვის. გავარკვიოთ, რაშია ვეგეტარიანელობის პლიუსები და მინუსები ერთი საინტერესო ექსპერიმენტის მაგალითზე.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

ტყუპმა ძმებმა – ჰიუგომ და როსმა – ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც ერთი ძმა 12 კვირის მანძილზე ხორცს არ იღებდა, ხოლო მეორეს თავისი რაციონი არ შეუცვლია. ისინი აქტიური სპორტით არიან დაკავებულები.

ვეგეტარიანელობის პლუსები

ჰიუგომ ვეგეტარიანელობა გამოსცადა. ექსპერიმენტის დასაწყისში ის ძალიან გახდა. შემდეგ კი ყველა პარამეტრი აღიდგინა. მისი წონა არ შეცვლილა, თუმცა ცხიმოვანი ფენა 13%-დან 12%-მდე შეუმცირდა.

ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჰიუგოს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობა შეუმცირდა. ის გახდა მეტად ენერგიული და კონცენტრირებული. ძმისგან განსხვავებით, როსმა წონაში მოიმატა. ცხიმის რაოდენობა კი 15%-მდე გაეზარდა. ქოლესტერინის რაოდენობა მასთან არ შეცვლილა.

ვეგეტარიანელობის მინუსები

მცენარეული პროდუქტებით კვებისას, აუცილებელია წესების დაცვა. ვეგეტარიანელებს ხშირად აღენიშნებათ რკინის, ვიტამინებისა და ამინომჟავების დეფიციტი.

ვეგეტარიანული ცხოვრების უცბად დაწყება შეუძლებელია კუჭისთვის ზიანის მიყენების გარეშე. კვების ჩვევები ნელ-ნელა უნდა შეცვალოთ, თორემ გექნებათ მუცლის შებერილობა და შესაძლოა გასტრიტიც დაგეწყოთ.

ამგვარად, ჩვენ მეტ-ნაკლებად მიმოვიხილეთ ვეგეტარიანელობის პლუსები და მინუსები. ძმები ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. მათ გადაწყვიტეს, უფრო მეტი მცენარეული საკვები მიიღონ, ხოლო ხორცის შემთხვევაში უპირატესობას მიანიჭებენ ხარისხს და არა რაოდენობას. თქვენც იმავეს გირჩევთ!

თავად როგორი დამოკიდებულება გაქვთ ვეგეტარიანელობასთან? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniPositive.ge. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ვეგეტარიანელობას [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98/
shenipositive.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network