ვიტამინებით სავსე სალათების რეცეპტები გახდომისთვის

ვიტამინებით სავსე სალათების რეცეპტები გახდომისთვის
3 წუთიანი წაკითხვა

სლავ ხალხში ცოცხი ერთგვარი თილისმა იყო, ავი თვალის, ავადმყოფობის და ბოროტი ძალების განსადევნად.

100 წლის შემდეგ, ვიტამინებით გაჯერებული “ცოცხი” კვლავ თილისმაა ზედმეტი წონისგან და ტოქსინებისგან განსათავისუფლებლად. სალათი “ცოცხის” სხვადასხვა ვარიაცია წონის კლებას უწყობს ხელს, წმინდავს ორგანიზმს, ავსებს ვიტამინებით და აშ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წარმოგიდგენთ სალათი “ცოცხის” 4 რეცეპტს

კუჭის მდგომარეობაზეა დამოკიდებული ზოგადად ორგანიზმის ჯანმრთელობა. როცა ის სუფთაა და მშაობაში ხელს არაფერი უშლის, ადამიანი ძალების და ენერგიების მოზღვავებას გრძნობს. თუ ის ცუდადაა, მაშინ კანის მდგოამრეობაც უარესდება, იმუნიტეტიც და სხვადასხვა დაავადებებიც იჩენს თავს.

ამ პრობლემებს რომ გაექცეთ, ჩაიტარეთ წმენდა. ამაში ეს სალათა დაგეხმარებათ.

მიიღეთ ის მთელი კვირის მანძილზე, დღეში 1-2-ჯერ. ასეთი განტვირთვა საოცარ შედეგს გამოიღებს: 1 დღეში 2 კილოგრამის დაკლებასაც კი შეძლებთ.

კლასიკური ვარიანტი

ინგრედიენტები

  • 400 გ ჭარხალი
  • 400 გ სტაფილო
  • 400 გ კომბოსტო
  • 2 ს.კ. ლიმნის წვენი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მომზადება

  1. გარეცხეთ ბოსტნეული.
  2. სტაფილოს და ჭარხანს თხელი ქერქი მოაძვრეთ.
  3. გახეხეთ ყველა ინგრედიენტი და ჯამში აურიეთ.
  4. შეკაზმეთ ლიმნის წვენით და ზეითუნის ზეთით.

მწვანე

ინგრედიენტები

  • 100გ კომბოსტო
  • 1 კიტრი
  • 1 ნიახური
  • 1 ვაშლი

ინგრედიენტი საკმაზებისთვის

  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ.კ. სოიოს სოუსი
  • შაქარი
  • 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი
  • მარილი

მომზადება

  1. საკმაზისთვის აურიეთ ზეთი, ძმარი, სოიოს სოუსი და შაქარი. ოდნავ ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებისთვის.
  2. წვრილად გახეხეთ კომბოსტო,ჯოხებად დაჭერით კიტრი.
  3. მოაყარეთ კომბოსტოს მარილი და დაუმატეთ კიტრი.
  4. გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ ნიახური. დაჭერით ჯოხებად ვაშლი.
  5. აურიეთ ყველა ინგრედიენტი და დაასხით მომზადებული საკმაზი.

ფიტნეს-ვარიანტი

ინგრედიენტები

  • 2 ჭარხალი
  • 1 ვაშლი
  • 1 პატარა სტაფილო
  • 1 საშუალო ხახვი
  • 250 გ კომბოსტო
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი
  • მარილი, მწვანილი

მომზადება

  1. გაასუფთავეთ ჭარხალი და სტაფილო ქერქისგან,
  2. გახეხეთ ვაშლთან ერთად,
  3. ხახვი დაჭერით რკალებად, კომბოსტო ჯოხებად.
  4. აურიეთ ბოსტნეული, დაუმატეთ ნებისმიერი მწვანილი, ძმარი და მოასხით მცენარეული ზეთი.

ხილის

ეს ვარიაცია აქტუალურია ტკბილის მოყვარულთათვის, რომლებიც ფიგურას უფრთხილდებიან.

ინგრედიენტები

  • 1 ფორთოხალი
  • 1 მწვანე ვაშლი
  • 2 კივი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. შვრიის ფანტელები

მომზადება

  1. მსუბუქად შეწვით შვრიის ფანტელები ტაფაზე.
  2. გაასუფთავეთ და დაჭერით ფორთოხალი და კივი.
  3. გახეხეთ ვაშლი.
  4. ყველა ხილი აურიეთ თაფლთან,
  5. სალათს ზევიდან შვრიის ფანტელები მოაყარეთ.
  6. მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან, რადგანაც დროის გასვლის შემდეგ ხილი ბევრ წვენს გამოყოფს.
სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2026). ვიტამინებით სავსე სალათების რეცეპტები გახდომისთვის. 21 მარტი, 2026. https://shenipositive.ge/ვიტამინებით-სავსე-სალათე/

სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. ვიტამინებით სავსე სალათების რეცეპტები გახდომისთვის [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a1%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%97%e1%83%94/
shenipositive.ge
😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
🥳

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება 😄

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network