აი, როგორ მშობლებს თვლის ექიმი კომაროვსკი კარგებად

აი, როგორ მშობლებს თვლის ექიმი კომაროვსკი კარგებად
2 წუთიანი წაკითხვა

ბავშვისთვის მშობელი ყველაზე ახლო და მნიშვნელოვანი ადამიანია მთელს სამყაროში. მხოლოდ საყვარელ დედებზე და მამებზეა დამოკიდებული იქნება თუ არა პატარა წარმატებული, ჰუმანური, ბედნიერი და ჯანმრთელი. ამის გამო ადეკვატური მშობლები ხშირად ბევრს სთხოვენ საკუთარ თავს, სურთ იმაზე მეტი მისცენ შვილს, ვიდრე საჭიროა. იბადება დანაშაულის გრძნობა და იწირება საყვარელი საქმე შვილის კომფორტის გამო.

ცნობილი პედიატრი, ექიმი კომაროვსკი დარწმუნებულია, რომ ბავშვის ადეკვატური აღზრდისთვის მშობლები უბრალოდ ნორმალური ადამიანები უნდა იყვნენ. ის გამოყოფს 5 ნიშანს, რომელიც ასეთ მშობლებს ახასიათებს. ასეთ დროს ბავშვი საიმედო ხელშია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ისინი ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს
ადეკვატური მშობლები არამხოლოდ მონაწილეობენ შვილის ცხოვრებაში, არამედ ბავშვის საკითხებს ერთად წყვეტენ. ერთობლივად ფიქრობენ რა სჭირდება პატარას, რისი დაკლება არ შეიძლება. ინაწილებენ პასუხისმგებლობებს მოვლის საკითხში, რათა ორივემ კომფორტულად იგრძნოს თავის.

ეჭვობენ
ბოლომდე არაფერში არ უნდა იყო დარწმუნებული. განსაკუთრებით თუ საქმე ბავშვის აღზრდას ეხება. სჯობს ეჭვობდნენ და შეცდომები დაუშვან ვიდრე პატარას აუკრძალონ მარხილზე დაჯდომა, იმიტომ რომ ბავშვობაში თავად ჩამოვარდნენ.

სწავლობენ
შეუძლებელია ყველაფერი იცოდე, უნდა დასვა კითხვები და ისწავლო საკუთარ შეცდომებზე – ეს გამოცდილი მშობლებისთვისაც კი ნორმალურია. გახსოვდეთ, ყოველთვის შეიძლება რაღა უკეთ გააკეთო, ისევე როგორც გააფუჭო.

ობიექტურები არიან
წახვიდე საზოგადოებრივი აზრის ან ახლობელი ადამიანების წინააღმდეგ, მარტივი არაა. მაგრამ, უნდა გახსოვდეთ ბავშვის აღზრდაში მხოლოდ მშობლები არიან პასუხისმგებელნი. ყველა ნათესავი თუ ნაცნობი, რომელიც რჩევას იძლევა, მზად უნდა იყოს, რომ მათი რეკომენდაციები შესაძლოა მშობლებმა არ გამოიყენონ.

შეუძლიათ ემოციების კონტროლი
ხანდახან სიცილი გვინდება, ხანდახან ტირილი, მაგრამ ემოციური გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გახსოვდეთ, რომ ცივი და ფხიზელი გონებაა საჭირო.

ექიმი კომაროვსკი ხშირად საუბრობს ზედმეტად მზრუნველ დედებზე, რომლებიც ყველგან ჰყოფენ ცხვირს და ყველგან საფრთხეს ხედავენ. ასეთი ისტერია და მოთხოვნილება გარშემო მუდამ მაქსიმალურად სტერილური გარემო იყოს, პირიქით, უფრო ხშირი ავადმყოფობის მიზეზია ბავშვებში.

საუკეთესო მშობლები არიან ადამიანები, რომელთა ოჯახშიც ყველა კმაყოფილია: დედაც, მამაც და ბავშვიც. იმისთვის, რომ შვილი ბაქტერიებისგან დაიცვათ, უბრალოდ აკონტროლეთ საკვების სისუფთავე, ასწავლეთ დაიბანოს ხელი ყოველ ჯერზე, როცა საპირფარეშოში შევა და მოარიდეთ ადამიანებს, რომლებიც ამ წესს არ იცავენ.

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2025). აი, როგორ მშობლებს თვლის ექიმი კომაროვსკი კარგებად. 23 სექტემბერი, 2025. https://shenipositive.ge/ai-rogor-mshoblebs-tvlis-eqimi-komarovski-kargebad/

სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. აი, როგორ მშობლებს თვლის ექიმი კომაროვსკი კარგებად [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/ai-rogor-mshoblebs-tvlis-eqimi-komarovski-kargebad/
shenipositive.ge
😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
🥳

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება 😄

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network