ენის ცვლილება რას ამბობს თქვენს ჯანმრთელობაზე?

ენის ცვლილება რას ამბობს თქვენს ჯანმრთელობაზე?
2 წუთიანი წაკითხვა

ენა არის ორგანო, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობს. ის აუცილებელია საკვების გადამუშავებისთვის, გემოს აღქმისთვის, სიტყვების გამოთქმისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენის როლი ახალშობილ ბავშვებში, რომლებიც მას დედის რძის მიღებისას იყენებენ.

ამასთან, ეს ორგანო ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთგვარი ინდიკატორია. რა პრობლემებზე შეიძლება მიგვითითებდეს?

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
1. თეთრი ლაქები

ენაზე თეთრი ლაქები ხშირად სერიოზული პრობლემების სიმპტომი არაა და უბრალოდ პირის ღრუს ჰიგიენას უკავშირდება. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მიგვითითებდეს საშიშ დაავადებაზე, მაგალითად კიბოს ადრეულ სტადიაზე.

კიდევ რა შეიძლება იწვევდეს:

  • დრენაჟი;
  • რბილი საკვების დიდი რაოდენობით მიღება;
  • სიმშრალე პირში;
  • მოწევა ან ალკოჰოლი;
  • მალარია.
2. შავი («თმიანი») ენა

საშიში გარეგნული იერის მიუხედავად, ენის გაშავება რაიმე სერიოზულის მიზეზი არაა. ის, რაც თმებს მოგვაგონებს, სინამდვილეში ორგანოს ზედაპირზე დვრილების გაზრდაა, რომელზეც საკვების ნაწილაკები ხვდება და მიკრობებისა და ბაქტერიების დაგროვებას იწვევს.

ეს მდგომარეობა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუში ცუდმა ჰიგიენამ, არასაკმარისმა ნერწყვდენამ, თხევადმა დიეტამ ან ზოგიერთი წამლის გვერდულმა ეფექტმა.

3. ღია წითელი ენა

ეს შეიძლება კავასაკის დაავადების ადრეული ნიშანი იყოს – იშვიათი და სერიოზული ავადმყოფობა, რომელიც სისხლძარღვების დაზიანებასთან ასოცირდება. ხშირად ის ბავშვებში ვრცელდება. ასევე, ნათელი წითელი ენა შეიძლება ორგანიზმში ვიტამინ B3-ის დეფიციტზე მეტყველებდეს ან ქუნთრუშას სიმპტომი იყოს.

4. ხორცმეტები ენაზე

სოკოვანი პაპილები შეიძლება რამდენიმე მიზეზით გაიზარდონ. ხშირ შემთხვევაში დარდის მიზეზი არ გაქვთ, მაგრამ იშვითად მას იწვევს ისეთი სერიოზული მდგომარეობები, როგორებიცაა:

  • ენის პაპილიტი;
  • აფტოზური წყლულები;
  • პაპილომა;
  • ქუნთრუშა;
  • პირის ღრუს კიბო;
  • ტრავმული ფიბრომა;
  • სიფილისი.
5. ენის კიბო

დაავადება ჩნდება ენაზე გამონაზარდით ან დაზიანებით. ადრეული სტადია ხშირად სიმპტომების გარეშე გადის.

სხვა მიზეზებია:

  • წყლული ენაზე, რომელიც დიდხანს არ გადის;
  • ტკივილი გადაყლაპვისას;
  • პირის დაბუჟება;
  • სისხლდენა ენიდან;
  • გრძელვადიანი ყელის ტკივილი.

აღნიშნული პრობლემებისას მიმართეთ ექიმს.

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2025). ენის ცვლილება რას ამბობს თქვენს ჯანმრთელობაზე?. 19 სექტემბერი, 2025. https://shenipositive.ge/enis-tsvlileba-ras-ambobs-tqvens-janmrtelobaze/

სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. ენის ცვლილება რას ამბობს თქვენს ჯანმრთელობაზე? [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/enis-tsvlileba-ras-ambobs-tqvens-janmrtelobaze/
shenipositive.ge
😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
🥳

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება 😄

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network