დიდი სიყვარულის ან უბრალოდ ჩვევის გამო ბევრი ჩვენგანი პურს თითქმის ყველაფერს აყოლებს: სუპს, ომლეტს, მაკარონსაც კი. ნოყიერი პური კვების პროდუქტია, რომელზეც ყველა თაობა იზრდება. მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ პურის გარეშე ცხოვრება უმჯობესია. კანის გაუმჯობესება, წონაში კლება, ენერგიის მოზღვავება — წარმოგიდგენთ შედეგს, რასაც პურზე უარის თქმა გამოიწვევს.

თეთრი პური — სარგებელი თუ ზიანი?
შვრიის, ჭვავის თუ უსაფუარო პურზე დიეტოლოგებს არანაირი პრეტენზია არ აქვთ. თეთრი პური ხორბლის ფქვილით კი სულ სხვა რამეა. სპეციალისტების აზრით, ის უფრო მეტად მავნეა, ვიდრე სასარგებლო. მეწარმეები სოკოებისა და ზიანის მომტანი არსებებისგან თავის დასაცავად წარმოებაში ქიმიკურ ნივთიერებებს იყენებენ. იმისთვის, რომ ცომი თეთრი იყოს, სპეციალურად ათეთრებენ. მნიშვნელოვანია გაარკვიოთ, რომელი ფქვილისგანაა პური დამზადებული — ორგანულისგან თუ რაფინირებულისგან, რადგანაც ეს უკანასკნელი გაცილებით მავნეა.

7 მიზეზი, რის გამოც პურზე უარის თქმა ღირს
- ნული სარგებელი. თეთრი პურის სასარგებლო თვისებები გამოცხობის პროცესში მთლიანად იკარგება.
- გემოს არარსებობა. თეთრ პურს სპეციფიკური გემო არ აქვს, ამიტომაც შეუყვარდა ბევრ ადამიანს — მისი მიყოლებით კერძის გემო არ იკარგება, მაგრამ არც უმჯობესდება.
- ტოქსიკურობა. წარმოებაში გამოყენებული ქიმიკატები და რაფინირებული ფქვილი ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს.
- კანის პრობლემები. სანამ კოსმეტოლოგზე თანხას დახარჯავთ, რაციონს გადახედეთ. ანთება კანზე ხშირად მავნე საკვების ბრალია. კანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება სწორი კვებიდან. გლუტენი, რომელიც თეთრ პურშია, პრაქტიკულად ორგანიზმიდან არ გამოიძევება.
- დამოკიდებულება. კექსები, ფუნთუშა, კრუასანი და ღვეზელი დამოკიდებულებას იწვევს. პურის ნაჭერი სისხლში შაქრის შემცველობაზე მოქმედებს და მათი ზედმეტი გამოყენება შესაძლოა დიაბეტის გაჩენის მიზეზი გახდეს.
- ნაადრევი დაბერება. დიეტოლოგები თანხმდებიან, რომ ცომეულის მოყვარულები უფრო უფროსებად გამოიყურებიან, ვიდრე სინამდვილეში არიან. რეკომენდებულია მხოლოდ ჭვავის ან შვრიის პური.
- ცუდი საჭმლის გადამუშავება და ზედმეტი წონა. თუ შებერილობა გაწუხებთ, შესაძლოა გლუტენის ბრალი იყოს. თუ კუჭი მას ვერ იღებს, მაშინ საკვებიდან ვერც მკვებავ ნივთიერებებს გადაამუშავებს. პურზე უარის თქმით კი ოცნების ფიგურასაც მიუახლოვდებით.

როგორ შეამციროთ თეთრი პური რაციონში
თუ არ ხართ მზად თეთრი პური მთლიანად ამოიღოთ კვებიდან, მაშინ მიიღეთ ხორბლის პროდუქტი სხვადასხვა სასარგებლო დანამატებით: ხახვით, სტაფილოთი, გოგრით, წიწიბურათი ან სელით. მათში სასარგებლო უჯრედებიცაა. ასევე შეგიძლიათ თეთრი პური დიეტურით შეცვალოთ — ის ნაკლებად კალორიულია. ბუნებრივი საშუალებებით ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ზრუნვა ყოველთვის ანაზღაურდება.
გახსოვდეთ, რომ პურზე უარის თქმამ შესაძლოა უგუნებობაც კი გამოიწვიოს, ამიტომაც სრული უარის ნაცვლად დღეში ერთი ნაჭრით შემოიფარგლეთ — ასე დეპრესიასაც გაექცევით და კვებით ბალანსსაც შეინარჩუნებთ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. (2026). 7 მიზეზი, რის გამოც პურზე უარის თქმა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. 19 აპრილი, 2026. https://shenipositive.ge/es-7-mizezi-sakmarisia-imisatvis-rom-purze-samudamod-tqvat/


