მიიღოთ ცოცხალი ფერმენტები, შეინარჩუნოთ მათი პოტენციალი და სამკურნალო ძალა, შესაძლებელია თუ აიღებთ ….

მიიღოთ ცოცხალი ფერმენტები, შეინარჩუნოთ მათი პოტენციალი და სამკურნალო ძალა, შესაძლებელია თუ აიღებთ ….
2 წუთიანი წაკითხვა
გაზაფხულში ორგანიზმისთვის ცოცხალი ფერმენტების მიღება ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი გზაა ენერგიისა და იმუნიტეტის გასაძლიერებლად. სახლის პირობებში მარცვლებისგან ჩანასახების მომზადება მარტივია.

გაზაფხული ორგანიზმისთვის რთული დროა. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია იკვებოთ ვიტამინებით რათა გაიუმჯობესოთ იმუნიტეტი და თავი ავადმყოფობისგან დაიცვათ. ამისათვის მარცვლები და თესლები უნდა გამოიყენოთ. ისინი ნამდვილი ბომბაა! მაგრამ, როგორ უნდა გავზარდოთ სახლის პირობებში მათი მთლიანი პოტენციალის შენარჩუნებით?

ხორბლის ჩანასახები — საუკეთესო პროდუქტია, რომელსაც აივანზე გაზრდით. ეს საერთოდ არაა რთული და სავდებით ხელმისაწვდომია.

დაგჭირდებათ:
  • მარცვლები, რომლებიც ქიმიკატებით გადამუშავებული არაა.
  • ქილა
  • მარლა
  • რეზინი
  • წყალი

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მარცვლები აირჩიეთ თქვენი გემოვნებით. ეს შეიძლება იყოს ლობიო, სოიო, წიწიბურა, ქერი, მუხუდო, შვრია, ხორბალი, ოსპი, სელი. არჩევის შემდეგ დაამუშავეთ: მოაშორეთ ნაგავი, ჩენჩო და გადაყარეთ დაზიანებული მარცვლები.

მნიშვნელოვანია ჭურჭლის მომზადება. 1 ჭიქა მარცვლისთვის საკმარისი იქნება ლიტრიანი ქილა, რომელსაც სტერილიზება უნდა გაუკეთოთ. რეკომენდირებულია ერთ ქილაში 1 სახეობის მარცვლები მოამზადოთ.

მზა მარცვლები გამდინარე წყალში საგულდაგულოდ გარეცხეთ. მოათავსეთ ჯამში, გაავსეთ წყლით და დატოვეთ ღამით.

6-12 საათიანი წყალში ყოფნის შემდეგ, მარცვლები ქილაში გადაიტანეთ. თავზე მარლა დაახურეთ, ჩამოაცვით რეზინი და დააწვინეთ, რათა ზედმეტმა სითხემ გამოჟონოს. შემდეგ ქილა ბნელ ადგილას მოათავსეთ, შორს პირდაპირი მზის სხივებისგან. მარცვლები დღეში ორჯერ გარეცხეთ, კვლავ ზედმეტი სითხის გადმოსხმით.

ზრდის სიჩქარე ყველა სახეობის მარცვალს სხვადასხვანაირი აქვს. თავად მიხვდებით როდის იქნებიან ამონაზარდები მზად მოხმარებისთვის. შეინახეთ გაზრდილი მარცვლები მაცივარში, კარგად დახურულ კონტეინერში.

ეს მარცვლებისა და თესლების გაზრდის ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ შეგიძლიათ ექსპერიმენტებსაც მიმართოთ. უბრალოდ შეფუთეთ მარლით ან რამე სხვა ქსოვილით, რომელიც წყალს კარგად შთანთქავს. დაასხით ადუღებული თბილი წყალი. გახსოვდეთ, რომ მარლა მუდამ სველი უნდა იყოს. ხერხი საუკეთესოდ გამოგადგებათ სელის და მდოგვის მარცვლებისთვის.

კიდევ ერთი ვარიანტი – საცერია. მოათავსეთ მარცვლები მასში და დაადეთ სხვა ჭურჭელს, ისე რომ წყალი მუდამ ესხმებოდეს.

რაც შეეხება კაკალს, აიღეთ 1 კგ გაუსუფთავებელი ნიგოზი, მოათავსეთ ქილაში და დაასხით ცივი წყალი. შედგით მაცივარში და უცვალეთ წყალი ყოველდღე. თავად თხილი დღეში ორჯერ აურიეთ. 2 კვირის შემდეგ ისინი გამოსაყენებლად მზად იქნებია. 2-3 გასუფთავებული თხილი დღეში ორჯერ ჯანმრთელობის საწინდარია.

თუ მარცვლები არ გაიზარდნენ, ესეიგი პროცესში შეცდომა დაუშვით. ისინი ძალიან დატენიანებული არ უნდა იყოს და რეგულარულად უნდა გააშროთ.

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2025). მიიღოთ ცოცხალი ფერმენტები, შეინარჩუნოთ მათი პოტენციალი და სამკურნალო ძალა, შესაძლებელია თუ აიღებთ ….. 18 სექტემბერი, 2025. https://shenipositive.ge/miighot-tsotskhali-fermentebi-sheinarchunot-mati-potentsiali-da-samkurnalo-dzala/

სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. მიიღოთ ცოცხალი ფერმენტები, შეინარჩუნოთ მათი პოტენციალი და სამკურნალო ძალა, შესაძლებელია თუ აიღებთ …. [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/miighot-tsotskhali-fermentebi-sheinarchunot-mati-potentsiali-da-samkurnalo-dzala/
shenipositive.ge
😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
🥳

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება 😄

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network