ზამთრის ცივ და ნოტიო ამინდებში ხშირია შემთხვევა, როდესაც ოთახებსა და აბაზანაში კედლებსა და ჭერზე ჩნდება ობი. ის არამარტო უსიამოვნო სანახავია, არამედ სერიოზული საფრთხეა ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც. ობი გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებას — მიკოტოქსინს, რომელიც ძალიან მავნეა ადამიანებისა და ცხოველებისათვის. ობის მიერ გამოყოფილი ნივთიერება აფლატოქსინი ძლიერი კანცეროგენია და იწვევს სიმსივნეს.

რა საფრთხეს უქმნის ობი ჩვენს ჯანმრთელობას
ობმა შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი სერიოზული სიმპტომები და დაავადებები. განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან ბავშვები, ასევე ადამიანები, რომლებსაც სასუნთქი გზების პრობლემები აქვთ ან სუსტი იმუნური სისტემა. ობის სპორებს შინაგან ორგანოებზე მოედება შეუძლიათ და შეიძლება დააზიანონ ტვინი, ნერვული სისტემა, სახსრები და იმუნური სისტემა.
ობის ზემოქმედებით გამოწვეული ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- გაძნელებული ან ზედაპირული სუნთქვა, ხუთვა
- ცხვირის ლორწოვანი გარსების გასიება
- თვალების წვა, ცრემლდენა, გაწითლება
- მშრალი, წყვეტილი ხველა და ყელის წვა
- თავბრუს ხვევა, შაკიკი
- გამონაყარი კანზე
- ასთმა და ალერგიის ისეთი ფორმები, რომელთა დიაგნოსტიკა ძალიან ძნელია
- ტუბერკულიოზი, კიბო
ბუნებრივი და უსაფრთხო საშუალებები ობის მოსაშორებლად

იმისათვის, რომ სახლიდან მოსპოთ სოკო, ობი და მათი სპორები, გთავაზობთ ხალხურ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მეთოდებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ყველასთვის. თუ გაინტერესებთ სახლის მოვლის სხვა მარტივი ხერხები, შეგიძლიათ ასევე იხილოთ, როგორ გავწმინდოთ ხალიჩა მარტივად და ეფექტურად.
- წყალბადის ზეჟანგი — ტენისა და ობის წინააღმდეგ ერთ-ერთი მარტივი და პირდაპირი გზაა 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის გამოყენება. ერთ სუფრის კოვზ ზეჟანგს შეურიეთ საკვები სოდა და თეთრი ძმარი. ნარევით გაწმინდეთ ობიანი ადგილები — ის სწრაფად მოსპობს სოკოს და მის სპორებს.
- ძმარი — ძმარი კლავს 99%-ს ბაქტერიებისა და 82%-ს ობისა, ასევე 80%-ით ასუფთავებს ვირუსებს. ნახევარი ჭიქა გამოხდილი თეთრი ძმარი ჩაასხით პულვერიზატორში, შეასხურეთ ობიან ადგილებს და დააყოვნეთ 1 საათი. შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით და გააშრეთ. ძმრის სუნის მოსაცილებლად გამოიყენეთ ლიმონი ან ლიმონის წვენი.
- საკვები სოდა — საკვები სოდის წყალთან ან ძმართან ხსნარი კარგად აცილებს ობს და ებრძვის სპორებს. მოასხით ნარევი ობიან ადგილებს, შემდეგ კი უხეში, ნოტიო ჩვრით გაწმინდეთ.
- ციტრუსის თესლის ექსტრაქტი — ეს ექსტრაქტი კარგად ებრძვის ობს და სპორებს, უნარჩუნებს ოთახს სასიამოვნო სუნს და სპობს ბაქტერიებს. 2 ჭიქა წყალს დაუმატეთ ციტრუსის თესლის ექსტრაქტის 20 წვეთი, მოასხურეთ ობიან ადგილებს, გააშრეთ და გაწმინდეთ სუფთა, მშრალი ჩვრით.
როგორ ავიცილოთ ობის გაჩენა მომავალში

ობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია სახლში ტენიანობის კონტროლი. ოთახების რეგულარული განიავება, განსაკუთრებით აბაზანისა და სამზარეულოს, მნიშვნელოვნად ამცირებს ობის გაჩენის ალბათობას. ასევე სასარგებლოა ტენის შემწოვი მოწყობილობების გამოყენება ნესტიან სივრცეებში. გახსოვდეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ბუნებრივი საშუალებები სახლის მოვლაში ხშირად ისეთივე ეფექტურია, როგორც ძვირადღირებული ქიმიური პრეპარატები, და ამასთანავე ბევრად უსაფრთხოა ოჯახის ყველა წევრისთვის.
ობი სახლში სერიოზული პრობლემაა, მაგრამ მისი მოგვარება შესაძლებელია მარტივი, ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად სუფთა საშუალებებით. მოიყვანეთ სახლი სუფთა მდგომარეობაში და იზრუნეთ ოჯახის ჯანმრთელობაზე.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. (2026). როგორ მოვაშოროთ სახლს ობი და ნესტი — მარტივი და უსაფრთხო გზები. 28 აპრილი, 2026. https://shenipositive.ge/rogor-movashorot-sakhlidan-obi-da-nesti-yvelaze-martivi-da/


