გოგონების უმრავლესობისთვის სახის კანზე, განსაკუთრებით კი ცხვირზე და მის მიდამოში გაჩენილი შავი წერტილები ნაცნობი პრობლემაა. მათი მოშორება არაერთი გზით გიცდიათ, თუმცა დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რას წარმოადგენენ ისინი და რატომ ჩნდებიან? დღეს სწორედ ამ კითხვებზე გაგცემთ პასუხს და ასევე წარმოგიდგენთ იმ გზებს, რომლის წყალობითაც თქვენი კანის დაცვას შეძლებთ მსგავსი სახის უსიამოვნო წარმონაქმნებისგან.

რატომ ჩნდება შავი წერტილები?
კანის პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც მის უჯრედებს სუნთქვის საშუალება ეკარგებათ, რადგან მათში სხვადასხვა სახის დამაბინძურებელი ნაწილაკები გროვდება და იჭედება. მსგავსი პროცესებისთვის ყველაზე დიდი რისკის ქვეშ სწორედ ცხვირის სენსიტიური კანი ექცევა. შავი წერტილების წარმოქმნას კი რამდენიმე ძირითადი მიზეზი განაპირობებს:
- გენეტიკა: თუ თქვენს რომელიმე წინაპარს კანის მსგავსი პრობლემა ჰქონდა ან აქვს, ის თქვენს თაობასაც გადმოეცემა.
- ზეთიანი კანი.
- ჰორმონების დისბალანსი.
- არასწორი კვება.
- კანის მოვლის ცუდი პროცედურები.

როგორ უნდა მოვუაროთ კანს?
პირველ რიგში, გამოიყენეთ ისეთი კოსმეტიკური პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავს ზეთებს. კოსმეტიკის გამოყენების შემთხვევაში, დღეში დაიბანეთ სახე მინიმუმ ორჯერ. განსაკუთრებით საჭიროა სახის წყლით ჩამობანა ვარჯიშის შემდეგ. თავი აარიდეთ ისეთ პროცედურებს, რომელიც სახის კანის ზელვას ითვალისწინებს.
თუ შავი წერტილების ზედმეტად დიდი რაოდენობა გამოგესახათ, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს. ნორმალურ სიტუაციაში კი შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი ბუნებრივი საშუალებები. ნაოჭებისა და გამონაყარის წინააღმდეგ საუკეთესო შემადგენლობები ასევე ბევრ სასარგებლო რჩევას გთავაზობთ კანის მოვლის თემაზე.
ბუნებრივი საშუალებები შავი წერტილების წინააღმდეგ

ჩაის ხის ზეთი
პირველ რიგში დაიბანეთ სახე და დააცადეთ კარგად გაშრობა — არ გაიმშრალოთ პირსახოცით. გახსენით ჩაის ზეთის 2 წვეთი 2 სუფრის კოვზ წყალში. მიღებული ნარევი ბამბის ნაჭრის საშუალებით წაისვით სახეზე. ეს პროცედურა ყოველდღე დაძინების წინ უნდა გაიმეოროთ. ჩაის ხის ზეთი ანტიბაქტერიულ სითხეს წარმოადგენს, რომელიც კანის უჯრედებში ბაქტერიების დაგროვების პროცესს უშლის ხელს.
ვაშლის ძმარი
დაგჭირდებათ ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, ორი სუფრის კოვზი გამოხდილი წყალი და ბამბის საწმენდი ნაჭრები. გაიმშრალეთ სახე კარგად, შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს და გაიწმინდეთ სახე მიღებული ნარევით. აცადეთ გაშრობა და შემდეგ წაისვით სახის დამარბილებელი კოსმეტიკური საშუალება. ეს პროცედურა დღეში ორჯერ გაიმეორეთ. ასეთი კანის მოვლა მისი უჯრედების შეშუპებას ეწინააღმდეგება.
ცხოვრების წესი და კვება
მოწევისთვის თავის განებება და ჯანსაღი კვების წესის შერჩევა ასევე მნიშვნელოვანი დახმარება იქნება თქვენი სახის კანისთვის. ტკბილი ან ცხიმიანი კერძები ყველაზე მეტად უწყობს ხელს შავი წერტილების წარმოქმნას. სახის დაჭიმვის დიეტის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება კი კიდევ უფრო გაგეხსნებათ თვალს კვებასა და კანის ჯანმრთელობას შორის კავშირზე.
შავი წერტილები საერთო პრობლემაა, თუმცა სწორი მოვლის, ბუნებრივი საშუალებებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის კომბინაციით სავსებით შესაძლებელია მათი პრევენცია და მოშორება. მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა და მოთმინება, რადგან კანის გაუმჯობესება დროს მოითხოვს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. (2026). როგორ მოვიშოროთ სახიდან შავი წერტილები და ფერიმჭამელები?. 28 აპრილი, 2026. https://shenipositive.ge/rogor-movishorot-sakhidan-shavi-tsertilebi-anu-ferimchamelebi/



