თქვენ შეცდომას უშვებთ წამლის დალევისას, ჩვენ გასწავლით როგორ მიიღოთ აბები სწორად

თქვენ შეცდომას უშვებთ წამლის დალევისას, ჩვენ გასწავლით როგორ მიიღოთ აბები სწორად
2 წუთიანი წაკითხვა
მედიკამენტების სწორი მიღება ყოველდღიური რუტინის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც გავლენას იქონიებს მათ ეფექტურობაზე. გაეცანით პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც გაგიზავებთ დისკომფორტს და გაზრდის წამლების ზემოქმედებას.

შესაძლოა თქვენს მედიკამენტებს ყველაზე არასწორი და მავნე გზით იღებთ.

ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, მედიცინის სფეროც საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება და ყოველწლიურად ახალ–ახალი მედიკამენტების შექმნას ცდილობს.

განსხვავებული სამკურნალო საშუალებები ხშირად საკმაოდ ეფექტური და მომგებიანი გზაა სხვადასხვა დაავადებებთან საბრძოლველათ, თუმცა მათი სწორად მიღება ამ ეფექტის გამოწვევისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რაც ბევრმა არ იცის.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

რატომ გვექმნება დისკომფორტი აბების გადაყლაპვის დროს?

ადამიანის გონება მენტალურ ბარიერს ქმნის დაუღეჭავი ობიექტის გადაყლაპვის დროს. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ჩვენი თვითგადარჩენის ინსტიქტების ერთ–ერთი შემადგენელი თვისება სწორედ საკვების კარგად დამუშავებაა მის მომნელებელ სისტემაში გადაშვებამდე.

ასევე, დისკომფორტისა და უსიამოვნო შეგრძნების გამოწვევა შესაძლოა პირის სიმშრალემ გამოიწვიოს. ზოგადად, ადამიანები აბებზე ბევრად უფრო დიდ საჭმლის ლუკმებს ყლაპავენ, თუმცა მათ გადაყლაპვას სპეციალური ნერწყვის ჯირკვლები შედარებით უფრო ამარტივებენ, რადგან ეს ერთგავ ინსტიქტს წარმოადგენს.

როგორ უნდა გადავყლაპოთ აბი სწორად

დაიდეთ მედიკამენტი ენაზე, მიიდეთ პირზე ბოთლი და ორივე ტუჩი მყარად მიადეთ ბოთლის ყელს. ოდნავ გადახარეთ თავი უკან ისე, რომ ბოთლიდან წყალი ნელა გადმოვიდეს და წამლის აბი ბუნებრივად გადარეცხოს ენიდან თქვენი ყელის მიმართულებით. ამის შემდეგ მარტივად გადაყლაპეთ წყალი მასში მყოფ აბთან ერთად.

კაფსულის სწორად მიღება

დაიდეთ კაფსულა ენაზე და ჩაიგუბეთ პირში ცოტა წყალი. ნელა დახარეთ თავი თქვენი მკერდის მიმართულებით. აუცილებელია, კაფსულა იმ დროს გადაყლაფოთ, როდესაც თქვენი თავი წინ არის გადახრილი.

კარგი იქნება, თუ კაფსულის დალევამდე 1–2 ჭიქა წყალს მიირთმევთ, რათა საყლაპავი სისტემა ამ პროცესს რბილი და საკმარისად დასველებული კედლებით შეხვდეს.

რა არ უნდა გავაკეთოთ აბებისა და კაფსულების მიღებისას

1. არ შეიყაროთ აბები თქვენს პირში.

2. არ გადახაროთ თავი ზედმეტად წინ ან უკან.

3. არ დაფშხვნათ აბები და არ გახსნათ კაფსულები. ეს მათ ეფექტს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2025). თქვენ შეცდომას უშვებთ წამლის დალევისას, ჩვენ გასწავლით როგორ მიიღოთ აბები სწორად. 28 სექტემბერი, 2025. https://shenipositive.ge/tqven-shetsdomas-ushvebt-tsamlis-dalevisas-chven-gastsavlit-rogor-miighot/

სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. თქვენ შეცდომას უშვებთ წამლის დალევისას, ჩვენ გასწავლით როგორ მიიღოთ აბები სწორად [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/tqven-shetsdomas-ushvebt-tsamlis-dalevisas-chven-gastsavlit-rogor-miighot/
shenipositive.ge
😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
🥳

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება 😄

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network