პატრიარქის 10 რჩევა : უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი

SheniPositive.ge
ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ამ სიტყვების წაკითვის მერე , თავს უკეთ იგრძნობთ. გაუზიარეთ მეგობრებს

1.

სულიერად განმტკიცდით და გაძლიერდით, და არაფრის შეგეშინდეთ!

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

2.

უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი.

3.

გწამდეთ, ყველაფრის მიუხედავად, იესო ქრისტეს ყოველთვის ჩვენთვის მაცხოვნებელი გზით მივყავართ; ამიტომაც მუდამ იყავით მადლიერნი მისი და გქონდეთ სასოება.

4.

ვინც ღმერთი ჰპოვა, უმთავრესი შეიძინა; ღმერთს განშორებული სული კი კვდება, როგორც სულს გაყრილი სხეული.

5.

და კიდევ, – ყველა და ყველაფერი უძლურია იქ, სადაც უფალი თავის ძალას ავლენს.

6.

„უპირატეს ჟამთა მამისგან შობილსა ძესა და ქალწულისაგან ხორცშესხმულსა, ყრმანი აქებდით, მღვდელნი უგალობდით და ერნი უფროისად აღამაღლებდით უკუნისამდე“ (ძლისპირი), ამინ!

7.

იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს“, და მე ვფიქრობ, არავის გამოუთქვამს უფლის ამაზე უფრო ზუსტი სახელწოდება. მართლაც, ღმერთი არის სათავე სიყვარულისა და სადაც სიყვარულია, იქ სიხარულია, იქ მშვიდობაა.

8.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სიტყვები ბიბლიიდან: „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“.

9.

მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სახარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლიდან.

10.

როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება.

ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniPositive.ge. პატრიარქის 10 რჩევა : უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a1-10-%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%90/
shenipositive.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network