რისი უფლება გვაქვს და რა გვეკრძალება მენსტრუაციის დროს? დავამსხვრიოთ მითები

SheniPositive.ge
ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მენსტრუაცია ქალისთვის რთული პერიოდია. ხასიათის ცვლილებებთან და ტკივილთან ერთად, ადგილი აქვს მკერდის სენსიტიურობას, დასივებას, გამონაყარს და სხვა არასასიამოვნო ეფექტებს. წარმოგიდგენთ გავრცელებულ მითებს, რომელთა შორისაც ვხვდებით ჭეშმარიტებასაც, მაგრამ ტყუილსაც.

რა არის ნებადართული და აკრძალული ციკლის დროს?

1. აბაზანის მიღება არ შეიძლება – მითია!

პოპულარული შეხედულებით შხაპი მიზანშეწონილი არ არის. მაგრამ, აბზანის მიღება ამსუბუქებს მენსტრუალურ შეტევებს და კუნთების დაძაბულობას.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network
2. ზოგიერთი საკვების მიღება დაშვებული არაა – სიმართლეა!

სასურველია ამ დღეებში გამორიცხოთ ზოგიერთი პროდუქტი თქვენი რაციონიდან, მათ შესაძლოა სიმპტომები გააძლიერონ. ესენია:

  • ყავა;
  • რძის ნაწარმი;
  • ცხიმიანი და ცხარე საკვები;
  • ტკბილეული და ჭარბშაქრიანი პროდუქტი.
3. არ შეგიძლიათ დაკავდეთ სპორტით – მითია!

ვარჯიში უფრო მეტად სასარგებლოა, ვიდრე ასაკრძალი. ფიზიკური აქტივობა ქალს ეხმარება დისკომფორტს უკეთ გაუძლოს. მაგრამ, სჯობს ძალისმიერი და წონის დაკლების ვარჯიშები არ შეასრულოთ.

4. არ უნდა ჩაიტაროთ სამედიცინო ტესტები – სიმართლეა!

მენსტრუაციის დროს ქალის სისხლში ცვლილებები აღინიშნება (ჰემოგლობინი ეცემა, ერითროციტების რაოდენობა იზრდება) ამიტომაც ტესტები შესაძლოა არასწორი გამოდგეს. ზოგადად, სისხლის საერთო დაშვებულია, მაგრამ სჯობს მენსტრუაციის დამთავრებას დაელოდოთ.

5. არ უნდა იცუროთ – მითია!

რადგანაც ფიზიკური აქტივობა სასურველია, ცურვა მშვენიერი გადაწყვეტილება იქნება. რა თქმა უნდა არ დაივიწყოთ ჰიგიენა. ტამპონი ამ დროს საუკეთესო არჩევანია!

6. 3 დღეზე მეტი ტკივილი არ უნდა მოითმინოთ – სიმართლეა!

სპაზმები ამ დროს ნორმალურია, მაგრამ 2-3 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში ესტუმრეთ ექიმს.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniPositive.ge. რისი უფლება გვაქვს და რა გვეკრძალება მენსტრუაციის დროს? დავამსხვრიოთ მითები [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%92/
shenipositive.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network