სცადეთ ეს მარტივი ხერხი სანამ სარეცხი მანქანის გადაგდებაზე იფიქრებთ.

0
132
#image_title

როგორ დავაღწიოთ უსიამოვნო ნადებს სარეცხი მანქანის რეზინზე

რაც არ უნდა ძვირად ღირებული სარეცხის მანქანა შეიძინოთ, მისი უსაფრთხოება ბოლომდე გარანტირებული ვერ იქნება, თუ პერიოდულად არ გაწმენდთ.

თუ შენიშნეთ, რომ სა­რე­ცხის მან­ქა­ნის დოლურის რე­ზი­ნას შავი ლაქე­ბი გა­უჩ­ნდა, იცო­დეთ რომ ეს არის შავი სოკო, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს რო­გორც ადა­მი­ა­ნებ­ში, ასე­ვე ცხო­ვე­ლებ­ში.

შავი სოკო ძი­რი­თა­დად ჩნდე­ბა იქ, სა­დაც მის­თვის ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბია: მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბა და სით­ბო. აბაზანაში კი ერთ-ერთი იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია მათი წარ­მო­შო­ბის­თვის.

აპარატში წყლის დარჩენილი ნაწილი და დაბალ ტემპერატურაზე (30-40 გრადუსი) ხშირი რეცხვა სოკოების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ამასთან, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მასთან გამკლავების ძალიან მარტივ და საბიუჯეტო გზებზე. დაგჭირდებათ ლიმონმჟავა და ქლორის შემცველი სარეცხი საშუალება.

როგორ დავაღწიოთ თავი პრობლემას

წარ­მო­სად­გე­ნად ძა­ლი­ან ძნე­ლია სა­რე­ცხის მან­ქა­ნა­ში გა­რე­ცხი­ლი თქვე­ნი შვი­ლის ტან­საც­მელ­ზე რო­გორ გა­და­დის უხი­ლა­ვად ნა­დე­ბი და სო­კოს გა­მომ­წვე­ვი მრა­ვა­ლი ბაქ­ტე­რია. სწო­რედ ამ მიზ­ნით გთა­ვა­ზობთ ნა­დე­ბი­სა და ზო­გა­დად მიკ­რო­ბე­ბის­გან გაწ­მენდვის ერთ მე­ტად მარ­ტივ ხერ­ხს.

სო­კო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზია სა­რე­ცხი მან­ქა­ნის არას­წო­რად მოვ­ლა.
ჯერ უნდა გაწმინდოთ მანქანის დოლურა შიგნით. შეგიძლიათ გამოიყენოთ სველი სალფეტკი ან ქსოვილი წყლით.

მე­ო­რე ეტაპ­ზე კი ქლო­რი­ა­ნი სი­თხე დოლურის რე­ზი­ნის მთელს ზე­და­პირ­ზე და­ას­ხით, რო­მე­ლიც თვი­თონ გა­და­ნა­წილ­დე­ბა მის შიგ­ნით.

დახურეთ მანქანა და დაელოდეთ 2-3 საათს.

2 სა­ა­თის შემ­დეგ ჩარ­თეთ მან­ქა­ნა გავლების რეჟიმზე.

გავ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ფხვნი­ლის უჯ­რა­ში ჩაყარეთ 25 გრ ლი­მონმჟა­ვა და ჩარ­თეთ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის რე­ცხვის რე­ჟი­მი.

ამ პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ თქვე­ნი მან­ქა­ნა იბრწყი­ნებს. გა­ი­მე­ო­რეთ იგი­ვე 2-3 თვე­ში ერთხელ და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­ნად­გურ­დე­ბა სოკო და მისი სპო­რე­ბი თქვენს მან­ქა­ნა­ში. არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ პრე­ვენ­ცი­უ­ლი მოვ­ლა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ახან­გრძლი­ვებს თქვე­ნი მან­ქა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას, პირ­ველ რიგ­ში კი თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბას.

ასე რომ როგორც კი სარეცხ მანქანაში შავი ლაქები შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ. Წარმატებები!

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ