რა რაოდენობით უნდა ვიხმაროთ საფუარი

რა რაოდენობით უნდა ვიხმაროთ საფუარი
2 წუთიანი წაკითხვა

რაც უფრო ცხიმიანია ცომი, მით უფრო მძიმეა, ძნელია მისი აფუება და საფუარიც მეტი რაოდენობით უნდა ავიღოთ, მაგრამ არც გადაჭარბება შეიძლება. 5 კილოგრამი ცხიმიანი ცომისთვის საჭიროა 20 გრამი მშრალი საფუარი.

საფუვრის მაგივრად ხშირად ხმარობენ სოდას, რომელიც უნდა გაიხსნას თბილ წყალში, თბილ რძეში ან ღვინის ძმარში და ისე შეეზილოს ცომს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

საფუარი უნდა დავაყენოთ ნელთბილ წყალში. წყლის ტემპერატურა არ უნდა აღმატებოდეს 30 გრადუსს. ცხელ წყალში საფუარი შეიძლება მოიხარშოს, ცივ წყალში კი არ დაიშლება და არ დაკარგავს თავის მნიშვნელობას. თუ ცომს რძეში ვზელთ, მისი ტემპერატურაც ისეთივე უნდა იყოს, როგორიც წყლის, ე.ი. არ უნდა აღემატებოდეს 30 გრადუსს.

საფუვრის სისქე ისეთი უნდა იყოს, რომ ადვილად სცილდებოდეს საზელ კოვზს და ჭურჭელს, რომელშიც ცომი იზილება და უკვე აზელილი საფუარი შეხვეული უნდა დავდგათ თბილ ადგილას. ცივ ადგილას საფუარი არ აიწევს, ძალიან ცხელ ადგილას კი გადაფუვდება.

იმისთვის, რომ კარგი ცომი მივიღოთ, ფხიზლად უნდა ვადევნოთ თვალი საფუვრისა და ცომის აფუების მომენტს.

ნაზუქის ცომში კვერცხი, ერბო, შაქარი, მარილი და სხვა მასალა მხოლოდ მაშინ უნდა ჩაემატოს, როდესაც ცომი საკმაოდ ამოვა, რადგან ისინი საკუთარი სიმძიმით ცომს საშუალებას არ მისცემენ კარგად ამოიწიოს. ცომში ზედმეტი არ უნდა იყოს არც ცხიმი და არც კვერცხის გული, რადგან მათ შეუძლიათ ამოსული ცომის დაბლა დაწევა. საერთოდ კი ამ მასალის დამატების შემდეგ ცომი უნდა დავდოთ თბილ ადგილას და ხელი შევუწყოთ მის მეორედ ამოსვლას.

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2025). რა რაოდენობით უნდა ვიხმაროთ საფუარი. 17 სექტემბერი, 2025. https://shenipositive.ge/ra-raodenobit-unda-vikhmarot-safuari/

სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. რა რაოდენობით უნდა ვიხმაროთ საფუარი [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/ra-raodenobit-unda-vikhmarot-safuari/
shenipositive.ge
😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
🥳

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება 😄

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network