ასტრაგალუსის სამკურნალო თვისებები და გამოყენების რეცეპტები

გიორგი გოცირიძე
2 წუთიანი წაკითხვა

საკვირველია, რა ცოტა რამ ვიცით მცენარე ასტრაგალუსზე. ეს ბალახი ჯერ კიდევ ათასი წლის წინ გამოიყენებოდა სახალხო მკურნალების მიერ. მას “უკვდავების ბალახსაც” უწოდებდნენ და წამლის რეცეპტს საიდუმლოდ იყენებდნენ. ასტრაგალუსის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო საბჭოთა კავშირშიც — ამბობენ, რომ სტალინის მითითებით, რომელსაც ათეროსკლეროზი სჭირდა, ასტრაგალუსის სამკურნალო თვისებები წარმატებით გამოსცადეს. მხოლოდ ჩვენ დროში გაიგეს ასტრაგალუსის სამკურნალო თვისებებზე ჩვეულებრივმა ადამიანებმაც და ის ახლა გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე თუნდაც ათი წლის წინ.

ასტრაგალუსი — ათასწლოვანი ისტორიის მქონე სამკურნალო ბალახი
ასტრაგალუსი — ათასწლოვანი ისტორიის მქონე სამკურნალო ბალახი — ფოტო: Yan Krukau / Pexels (Pexels License)

ასტრაგალუსის შემადგენლობა და სამკურნალო თვისებები

ასტრაგალუსში აღმოჩნდა კალციუმი, რკინა, სელენი, მაგნიუმი, კობალტი, თუთია, ქრომი და სხვა მნიშვნელოვანი მინერალები. ამ მდიდარი შემადგენლობის წყალობით, მას წარმატებით იყენებენ ღვიძლის, თირკმლების და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას. ბალახით მკურნალობენ თავის ტვინისა და ნერვული სისტემის დაავადებებსაც.

დღესდღეობით ასტრაგალუსს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დროსაც იყენებენ, ვინაიდან ამ ბალახს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტიც გააჩნია. ის ასევე ხელს უშლის კარდიომიოპათიის განვითარებას. ასტრაგალუსის ნაყენი გამოიყენება არტერიული წნევის ნორმალიზაციისთვის — დამტკიცებულია, რომ მისი გამოყენება სისხლძარღვებს აფართოებს და აჩქარებს სისხლმიმოქცევას. გარდა ამისა, ბალახის ნახარში შესანიშნავი ანტიდეპრესანტია, აქვს ოფლმდენი და შარდმდენი თვისებები, ანელებს დაბერებას და აახალგაზრდავებს კანს.

ასტრაგალუსის ფესვი — ხალხური მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ფასეული საშუალება
ასტრაგალუსის ფესვი — ხალხური მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ფასეული საშუალება — ფოტო: Pietro Jeng / Pexels (Pexels License)

გამოყენების რეცეპტები

ხალხურ მედიცინაში მრავალი რეცეპტი შემოინახა, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ასტრაგალუსისგან მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი. სამკურნალო მწვანილები ტრადიციულ მედიცინაში ყოველთვის პატივსაცემი იყვნენ, და ასტრაგალუსი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის.

- რეკლამა -
Ad imageAd image
  • ჰიპერტონიის დროს: ერთ ჭიქა ცხელ წყალში დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ასტრაგალუსი და გააჩეროთ წყლის აბაზანაზე 2 წუთი. გადაწურეთ, გააციეთ და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე. კურსი ექვსკვირიანია.
  • ათეროსკლეროზის დროს: ასტრაგალუსის სუფთა თესლს ასხამენ არაყს ან სპირტს 1:3 პროპორციით და დგამენ 2 კვირა. იღებენ ნაყენის 30 წვეთს დღეში ორჯერ, ჭამის წინ. 10-დღიანი კურსის შემდეგ 10 დღე შეისვენეთ.
  • ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღებისთვის: მცენარისგან გააკეთეთ ჩვეულებრივი ჩაი — დაასხით 2 ჩაის კოვზ ბალახს ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით რამდენიმე წუთი. თვეში რამდენიმე ასეთი ჭიქა გაიმუნიტეტს გაგიძლიერებთ და გაცივება საერტოდ არ შეგეხებათ.
  • სტრესის ან ცუდი განწყობისას: აბაზანას ასტრაგალუსის ნახარში ჩაამატეთ ნებისმიერი ციტრუსის ეთერზეთის რამდენიმე წვეთთან ერთად. დაყავით ასეთ აბაზანაში 20 წუთი და გუნება-განწყობა გაგიუმჯობესდებათ.
სამკურნალო ბალახის ჩაი — მარტივი და ეფექტური გზა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად
სამკურნალო ბალახის ჩაი — მარტივი და ეფექტური გზა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად — ფოტო: Mareefe / Pexels (Pexels License)

უკუჩვენებები და სიფრთხილის ზომები

ასტრაგალუსი, როგორც ნებისმიერი სამკურნალო ბალახი, მოითხოვს გარკვეულ სიფრთხილეს. ფიტოთერაპევტები დარწმუნებულნი არიან, რომ ასტრაგალუსი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  • ორსულობის პერიოდში
  • ალერგიული რეაქციების არსებობისას

თუ გსურთ დამატებით გაეცნოთ სამკურნალო ბალახებზე დაყრდნობილ ჯანმრთელობის გაუმჯობესების მეთოდებს, ცოცხალი ფერმენტების სამკურნალო ძალის შენარჩუნების შესახებ სტატია კიდევ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

როდესაც ვხედავთ ასტრაგალუსის ასეთ დიდ და მრავალფეროვან სარგებლობას, ცხადი ხდება, რომ ბუნებას ნებისმიერი საშუალება აქვს ნებისმიერი დაავადებისგან დასაცავად. უბრალოდ, ადამიანი უნდა იყოს ახლოს ბუნებასთან და გაუფრთხილდეს მას.

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2026). ასტრაგალუსის სამკურნალო თვისებები და გამოყენების რეცეპტები. 4 მაისი, 2026. https://shenipositive.ge/astragalusis-samkurnalo-tvisebebi/

ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
2 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება