მარტივი წესები, რომლებიც თქვენი შვილის ნორმალურ ზრდა-განვითარებას უზრუნველყოფს

ლია ფერაძე
ავტორი
3 წუთიანი წაკითხვა

ბავშვის კვების სწორი ორგანიზაცია ყველა ოჯახის მოვალეობაა. წესიერმა კვებამ უნდა უზრუნველყოს ბავშვის ორგანიზმის ჯანსაღი ზრდა-განვითარება. იმისათვის, რომ ბავშვი ხალისით მიუჯდეს სუფრას და მადიანად შეექცეს თავის ულუფას, საჭიროა მთელი რიგი წინასწარი ღონისძიებების ჩატარება. ქვემოთ მოცემული მარტივი წესები დაგეხმარებათ ამ საქმეში.

სწორი გარემო სუფრასთან

ჭამის დრო ზუსტად უნდა იქნეს დაცული. ჭამის შუალედებში ბავშვს არ უნდა მივცეთ ხილი და მითუმეტეს ტკბილეული, რადგან ეს მადას უკლავს. როდესაც ბავშვი მაგიდას მიუჯდება, ის კარგ გუნებაზე უნდა იყოს. ჭამის წინა საათებში უნდა ვერიდოთ ბავშვის დასჯა-დატუქსვას, მითუმეტეს ჭამის დროს.

ზოგჯერ მშობლები ან სხვა უფროსები ჭამის დროს ატეხენ ხოლმე ცხარე კამათს ან კინკლაობენ კიდეც. უფროსების ამ საქციელის შემყურე ბავშვს არამც თუ ეკარგება ჭამის მადა, ხასიათიც კი უფუჭდება. გაღიზიანებულმა ბავშვმა საჭმელი კიდეც რომ ჭამოს, მაინც არ შეერგება.

პატარა ბავშვს არ შეუძლია ხანგრძლივად უმოძრაოდ ჯდომა. ამიტომ საჭმელი წინასწარ უნდა იყოს დალაგებული სუფრაზე და მხოლოდ ამის შემდეგ დავსვათ ბავშვი მაგიდასთან.

- რეკლამა -
Ad imageAd image

რა ვქნათ, თუ ბავშვს მადა არ აქვს

თუ ბავშვმა უყურადღებობა გამოიჩინა საჭმლისადმი, უნდა ვეცადოთ მისი ყურადღება მივაპყროთ ლამაზად გაფორმებული კერძისაკენ და შევაქოთ მისი გემო. თუ ბავშვი მაინც უმადოდ ჭამს, უმეტეს შემთხვევაში ეს მისი ავადმყოფობით კი არა, ნაკლები მოძრაობით და სუფთა ჰაერზე ნაკლებად ყოფნით შეიძლება იყოს გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში ბავშვი მეტ ხანს ვამყოფოთ გარეთ და, რაც მთავარია, მივცეთ მოძრაობის საშუალება.

ბავშვს უნდა მივცეთ დავალებები მისი ასაკისა და ძალ-ღონის შესაბამისად — ასეთი საქმიანობა ახალისებს მას და ჭამის მადასაც მატებს. არც ის ვარგა, რომ ჭამის დროს ბავშვს გადაჭარბებული ყურადღებით მოვექცეთ ან ძალით ვატენოთ საჭმელი: ამ შემთხვევაში ბავშვი უფრო მეტად ჭირვეულობს და ზოგჯერ უარს ამბობს ჭამაზე.

კიდევ ერთი ნაცადი საშუალება: ბავშვს ერთიანად არ უნდა გამოვუტანოთ სხვადასხვა კერძი, არც ის უნდა იცოდეს, რომ ოჯახში ბევრი დესერტი და სანოვაგეა — ამის ცოდნაც იწვევს უმადობას. თუ ყველა მიღებული ზომის შედეგად ბავშვი მაინც უმადოდ ჭამს, საჭიროა გავასინჯოთ ექიმ-პედიატრს. სწორი კვება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასაკისათვის, თუმცა ბავშვობაში ჩაყრილი ჩვევები განსაკუთრებით გრძელვადიანია.

სუფრის კულტურა და ჭამის ჩვევები

ბავშვი წესიერ ჭამას რომ მიეჩვიოს, პირველ რიგში მაგიდასთან მოხერხებულად უნდა იჯდეს. კოვზი, ფინჯანი, თეფში და დანა-ჩანგალი შედარებით პატარა ზომის უნდა ჰქონდეს. ბავშვს უძნელდება სავსე ჭიქიდან და თეფშიდან ჭამა, ამიტომ ჭურჭელი არ უნდა გადავუვსოთ.

პატარას ასევე უძნელდება ღეჭვა, ამიტომ ხორცი და ბოსტნეული დაკეპილი უნდა მივცეთ, შემდეგ კი თანდათანობით გადავიყვანოთ უფრო მაგარ საჭმელზე და მივაჩვიოთ კარგად ღეჭვას.

- რეკლამა -
Ad imageAd image
  • ბავშვი უნდა მივაჩვიოთ ჭამის დროს ოდნავ დახრილად იჯდეს თეფშისკენ.
  • უნდა ვასწავლოთ, რომ კოვზი დაიჭიროს მარჯვენა ხელში, ხოლო პურის ნაჭერი — მარცხენა ხელში.
  • პატარა ბავშვებს ჩვევად აქვთ კოვზის მუჭში ჩადება — უნდა გავუსწოროთ და ვაჩვენოთ კოვზის წესიერად ხმარება.
  • ბავშვი უნდა მივაჩვიოთ ხელსაწმენდის საჭიროებისამებრ გამოყენებასა და პირმოკუმულად ღეჭვას.
  • მას უნდა აეკრძალოს სუფრიდან ადგომა, სანამ ჭამას მთლიანად არ მოამთავრებს.
  • დაუშვებელია ქუჩაში, ტრანსპორტში ან სახლში თამაშის დროს ჭამა — ასეთი საქციელი თავიდანვე უნდა აიკრძალოს.

სხვათა შორის, ბუნებრივი და ჯანსაღი საკვების შეტანა ბავშვის რაციონში ასევე დიდ როლს თამაშობს სწორი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში.

დასკვნა

ბავშვის სწორი კვების ჩვევების ჩამოყალიბება მოითხოვს მოთმინებას, სიყვარულს და თანმიმდევრულობას. სუფრის სწორი ატმოსფერო, რეჟიმის დაცვა და თანდათანობითი სწავლება — ეს არის ის სამი საყრდენი, რომელიც ბავშვს დაეხმარება ჯანსაღი კვების კულტურის შეძენაში და, შესაბამისად, სრულფასოვან ზრდა-განვითარებაში.

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2026). მარტივი წესები, რომლებიც თქვენი შვილის ნორმალურ ზრდა-განვითარებას უზრუნველყოფს. 8 მარტი, 2026. https://shenipositive.ge/es-martivi-tsesebi-uzrunvelyofs-tqveni-pataris-normalur-zrda-ganvitarebas/

ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
2 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება