რატომ ქვეითდება ყნოსვა კოვიდ 19  ის დროს და როგორ აღვიდგინოთ ის

რატომ ქვეითდება ყნოსვა კოვიდ 19  ის დროს და როგორ აღვიდგინოთ ის
2 წუთიანი წაკითხვა
კოვიდ-19-ის შემდეგ ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ბევრ ადამიანს აწუხებს. ამ სტატიაში განვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ მითებს და ვაზიარებთ რეალურ ინფორმაციას ყნოსვის აღდგენის შესაძლებლობებზე.

კოვიდ 19 ის ერთ-ერთი ტიპური სიმპტომია ყნოსვის (ანოსმია) და გემოს ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა. ჩვენ შევეცდებით, მოკლედ ავხსნათ, თუ რატომ ხდება ეს და შესაძლებელია თუ არა რეცეპტორების აღდგენითი პროცესის დაწყება.

ყნოსვის ნაწილობრივი დაკარგვა

მეცნიერული კვლევის თანახმად, ვირუსი აზიანებს იმ ნერვულ უჯრედებს, რომლებიც პასუხისმგებელია ყნოსვისა და გემოს აღქმაზე. ამ დროს ხდება ნეირონთა ე. წ. დამხმარე უჯრედების დაზიანება და ვირუსი იოლად ეუფლება ორგანიზმს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ამავე დროს, არანაირ სურდოს, განსხვავებით, მაგალითად, გრიპის ან სხვა რაიმე რესპირატორული დაავადებისგან, ადგილი არ აქვს. ამიტომ მხოლოდ ტემპერატურის შემოწმება კოვიდზე ეჭვის მისატანად არ კმარა. საჭიროა ადამიანს ვაყნოსინოთ რაიმე მკვეთრსუნიანი ნივთიერება და შევაფასოთ მისი ყნოსვის დონე.

ასეთები შეიძლება იყოს ნიორი, ვაშლის ძმარი, ახლად დაფქული ყავა ან ციტრუსები.

ყნოსვისა და გემოს დაკარგვა საკმაოდ უსიამოვნო ფაქტია. ასეთ დროს ადამიანს უქვეითდება მადაც. ავადმყოფს ეშინია და ჰგონია, არასოდეს დაუბრუნდება ჩვეული შეგრძნებები, თუმცა ადრე თუ გვიან დაკარგული ყნოსვაც და გემოც აღდგება.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნეირონების სრულ აღდგენამდე საჭიროა 3 კვირიდან 3 თვემდე. უბრალოდ, საჭიროა ინფიცირებულის სრულყოფილი მკურნალობა და სწორი მოვლა. არანაირი ლაიფჰაკი ამ პროცესის დასაჩქარებლად არ არსებობს.

თითოეული ადამიანისთვის გამოჯანმრთელების პროცესი თავისებურად მიმდინარეობს და აღდგენის დროც ინდივიდუალურია. ხშირია შემთხვევები, როცა კორონაზე ბოლო ტესტი  უარყოფითია, თუმცა ყნოსვა და გემო ადამიანს ისევ არ აქვს. ამ დროს საჭიროა მან მიმართოს ე. წ. სენსორულ ტრენინგებს. მაგალითად, სუნის დასაბრუნებლად ადამიანები, რეცეპტორების გავარჯიშების მიზნით ყნოსავენ სხვადასხვა მკვეთრი სუნის მქონე ნივთიერებას.

თქვენ თუ გადაიტანეთ კოვიდი და გქონდათ მსგავი პრობლემა? თუ გირჩიათ ექიმმა რაიმე საინტერესო და ქმედითი მეთოდი ანოსმიასთან საბრძოლველად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

სამწუხაროდ, კოვიდი დანებებას არ აპირებს. ამიტომ მიმართეთ სიფრთხილის ყველა ზომას – ეს იქნება ჰიგიენა, პირბადე თუ დისტანცია. გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და სხვებსაც!

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2025). რატომ ქვეითდება ყნოსვა კოვიდ 19  ის დროს და როგორ აღვიდგინოთ ის. 20 სექტემბერი, 2025. https://shenipositive.ge/ratom-qveitdeba-ynosva-kovid-19-is-dros-da-rogor/

სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. რატომ ქვეითდება ყნოსვა კოვიდ 19  ის დროს და როგორ აღვიდგინოთ ის [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/ratom-qveitdeba-ynosva-kovid-19-is-dros-da-rogor/
shenipositive.ge
😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
🥳

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება 😄

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network