ტოპ 8 პროდუქტი, რომლებიც ძილის ხარისხს აუმჯობესებს

ირინა დათაშვილი
2 წუთიანი წაკითხვა

თუ ცუდად გძინავს ან ძნელად იძინებ, პირველ რიგში, თავი უნდა შეიკავო გვიანი ვახშმისგან. თუ უძილობა სხვა მიზეზით გაწუხებს, შეგიძლია რამდენიმე ბუნებრივი მცენარეული საშუალება გამოიყენო. ქვემოთ შეგიკრებთ 8 პროდუქტს, რომლებიც ორგანიზმისთვის ნებისმიერ საძილე საშუალებაზე უკეთ მოქმედებს და ძილამდე რამდენიმე საათით ადრე მიღებისას შესამჩნევ შედეგს იძლევა.

ჯანსაღი პროდუქტები, რომლებიც ძილის ხარისხს აუმჯობესებს
ჯანსაღი პროდუქტები, რომლებიც ძილის ხარისხს აუმჯობესებს — ფოტო: Cup of Couple / Pexels (Pexels License)

ძილის გასაუმჯობესებელი სასარგებლო საკვები

  • ნუში — შეიცავს მაგნიუმს, რომელიც კუნთებს ადუნებს. მასში შემავალი ცილა სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს და ხელს უშლის ადრენალინის გამოყოფას. ძილამდე 2 საათით ადრე 50 გ ნუშის მიღება სწრაფად ჩაძინებისთვის საუკეთესო საშუალებაა.
  • ბანანი — მაგნიუმის და კალიუმის მდიდარი წყაროა. ეს მიკროელემენტები კუნთებს ადუნებს, ნერვულ სისტემას აწყნარებს და სწრაფ ჩაძინებას უწყობს ხელს.
  • შვრიის ფაფა — შვრია ბევრ კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს და კალიუმს შეიცავს. ეს ელემენტები ხელს უწყობს ღრმა ძილის პროცესს. მნიშვნელოვანია, არ დაუმატოთ შვრიას შაქარი, რადგან ამ შემთხვევაში ძილი გაგიტყდებათ.
  • მოხარშული კვერცხი — საღამოს ნახშირწყლებით მდიდარი საკვები იმ პროდუქტებით უნდა შეიცვალოს, რომლებიც ბევრ ცილას შეიცავს. ეს უზრუნველყოფს ღრმა და სრულფასოვან ძილს.
ბალახის ჩაი საღამოს ნერვული სისტემის დასამშვიდებლად
ბალახის ჩაი საღამოს ნერვული სისტემის დასამშვიდებლად — ფოტო: Tara Winstead / Pexels (Pexels License)

სასმელები და სხვა პროდუქტები ჯანსაღი ძილისთვის

  • ბალახის ჩაი — საღამოს შავი ჩაი და ყავა მოერიდე. ამის ნაცვლად მოამზადე ერთი ჭიქა ბალახის ჩაი გვირილის, პიტნის ან ბარამბოსგან. ეს ნაყენები ნერვულ სისტემას აწყნარებს და ორგანიზმს ღრმა ძილისთვის ამზადებს.
  • მისოს წვნიანი — მისო შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც მელატონინის, ანუ ძილის ჰორმონის, გამომუშავებას უზრუნველყოფს. მისი ნაყენი ასევე ამსუბუქებს გაციების სიმპტომებს და ხელს უწყობს ღრმა ძილს.
  • რძის პროდუქტები — იოგურტი, რძე და ყველი დიდი რაოდენობით ტრიპტოფანს და კალციუმს შეიცავს. ისინი ნერვულ უჯრედებს აწყნარებს, ფანტავს უსიამოვნო ემოციებს და ხელს უწყობს ღრმა ძილის დადგომას.
  • ალუბალი — ალუბალი ბევრ მელატონინს შეიცავს და ადამიანს უძილობის დაძლევაში ეხმარება. მიირთვი ძილის წინ ერთი ჭიქა ალუბლის წვენი, რათა ღრმად და მშვიდად დაიძინო.
რძის პროდუქტები ტრიპტოფანის მდიდარი წყაროა
რძის პროდუქტები ტრიპტოფანის მდიდარი წყაროა — ფოტო: Los Muertos Crew / Pexels (Pexels License)

რჩევები ამ პროდუქტების სწორად გამოსაყენებლად

ამ პროდუქტებიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად გაითვალისწინე რამდენიმე მარტივი წესი:

  1. ნუში მიირთვი ძილამდე დაახლოებით 2 საათით ადრე, დაახლოებით 50 გრამის ოდენობით.
  2. შვრიის ფაფას შაქარი ნუ დაუმატებ, რადგან ეს ძილის ხარისხს უარყოფილად მოქმედებს.
  3. საღამოს ყავა და შავი ჩაი შეცვალე გვირილის, პიტნის ან ბარამბოს ჩაით.
  4. ნახშირწყლებით მდიდარი საღამოს კერძები ჩაანაცვლე ცილოვანი პროდუქტებით, მაგალითად მოხარშული კვერცხით.

თუ გაინტერესებს, სასარგებლო ნაკლებადპოპულარული პროდუქტები რომლებიც ჯანმრთელობას ემსახურება, გაეცანი ჩვენს სხვა მასალებსაც.

გამოიყენე ეს პროდუქტები, თუ უძილობა გაწუხებს. ასე ორმხრივ სარგებელს მიიღებ — თან საყვარელ, გემრიელ საკვებს მიირთმევ და თან არ მოგიწევს საძილე საშუალების მიღება. გაუზიარე ეს სასარგებლო ინფორმაცია შენს მეგობრებსაც.

- რეკლამა -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2026). ტოპ 8 პროდუქტი, რომლებიც ძილის ხარისხს აუმჯობესებს. 30 აპრილი, 2026. https://shenipositive.ge/top-8-produqti-romlebits-aumjobesebs-dzilis-khariskhs/

ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
2 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება