სამდღიანი დიეტა ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის ზამთრის პერიოდში.

SheniPositive.ge
ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შემოდგომა – ზამთარი ბევრისთვის ეს არის – პერიოდი გაციების, იმუნიტეტის დაქვეითების, დეპრესიის, ძალების დაკარგვის და წონის მატების. სწორედ ამ პერიოდშია საუკეთესო ორგანიზმის გაწმენდა.

ადამიანები, რომლებიც იყენებენ დეტოქს-დიეტებს, არა მარტო საუკეთესოდ გამოიყურებიან, არამედ შინაგანად გრძნობენ თავს არაჩვეულებრივად. დეტოქსიკაცია საშუალებას გაძლევთ გაიწმინდოთ კანი, გააუმჯობესოთ შრომისუნარიანობა, მოიცილოთ ზედმეტი კოლოგრამები.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

ბევრი დეტოქსიური დიეტი არსებობს. ერთ-ერთია დეტოქსიკაცია ხილით და ბოსტნეულით. ეს არის ბევრად  კეთილგანწყობილი ვარიანტი, ვიდრე დეტოქსიკაცია სუფთა წყლით.

დეტოქსიკაციის პროდუქტები:

გოგრა, ჭარხალი, ვაშლი, კომბოსტო, ტკბილი წიწაკა, ხახვი, ნიორი, შავი ქლიავი.

გთავაზობთ სამდღიან დეტოქს-დიეტას.

შესაძლებელია ასევე ყოველ დილით, უზმოზე ლიმონიანი წყალი და ყოველი ჭამის წინ ერთი ჭიქა სუფთა წყალი.

პირველი დღე

საუზმე: წყალზე მოხარშული შვრიის ფაფა.

სადილი: გოგრის სუპ –  პიურე.

სამხარი: გახეხილი ვაშლის და კომბოსტოს სალათი.

ვახშამი: მოხარშული კვერცხი, ერთი ჭიქა მწვანე ჩაი შაქრის გარეშე.

 

მეორე დღე

საუზმე: სალათი მზადდება ბოსტნეულით, ახალი მწვანილით და ვაშლით.

სადილი: ბოსტნეულის სუპი სტაფილოთი და ნიახურით.

სამხარი: მოხარშული ქათმის მკერდი, ბოსტნეულის გარნირით.

ვახშამი: ბროწეულის წვენი.

 

მესამე დღე

საუზმე:  ტკბილი წიწაკის, კიტრის და ოხრახუშის სალათი.

სადილი: მოხარშული ყავისფერი ბრინჯი, ნებისმიერი მოხარშული ბოსტნეულით.

სამხარი: მოხარშული ჭარხლის სალათი და ახალი კომბოსტო.

ვახშამი: გამომცხვარი ვაშლი.

 

დიეტის პერიოდის დასრულების შემდეგ თანდათანობით დაამატეთ რაციონში უცხიმო პროტეინიანი საკვები, მცირე რაოდენობით მარილი და სანელებლები და ნელ-ნელა დაბრუნდებით თქვენს ჩვეულ კვების რეჟიმს.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniPositive.ge. სამდღიანი დიეტა ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის ზამთრის პერიოდში. [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90-%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%96%e1%83%9b/
shenipositive.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network