ჩვენ გასწავლით როგორ მოხარშოთ ჭარხალი 9 წუთში: კიდევ 8 სასარგებლო რჩევა დიასახლისებს.

ჩვენ გასწავლით როგორ მოხარშოთ ჭარხალი 9 წუთში: კიდევ 8 სასარგებლო რჩევა დიასახლისებს.
2 წუთიანი წაკითხვა

სხვადასხვა კერძის დამზადებისას, სხვადასხვა სირთულეებს ვაწყდებით. ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგანაც კულინარია მთელი მეცნიერებაა, რომელსაც დიდი დრო და ნერვები სჭირდება. ამიტომაც, წარმოგიდგენთ რამდენიმე სასარგებლო ხრიკს, რომელიც გამოადგებათ ახალბედებსაც და გამოცდილ დიასახლისებსაც.

სამზარეულოს ხრიკები

რა მოვიმოქმედოთ, რომ ხახვმა არ აგვატიროს?

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ექსპერტები გვირჩევენ, ხახვი დაჭრამდე მაცივარში მოვათავსოთ. ჰაერთან კონტაქტისას ხახვი S-ოქსიდს ათავისუფლებს, რაც ცრემლების წარმოქმნას უწყობს ხელს. თუ ბოსტნეულს გააცივებთ, მას ისეთივე ძლიერი ეფექტი აღარ ექნება. მაგრამ, არ შედოთ საყინულეში, რადგანაც დარბილდება.

რა მოვიმოქმედოთ ცომი ადვილად რომ არ იშლებოდეს?

დაამატეთ მდნარი კარაქი.

რა მოვიმოქმედოთ ტომატის სოუსი მჟავე რომ არ იყოს?

თუ გრძნობთ, რომ ის ძალიან მჟავე გამოგდით, დაამატეთ ცოტაოდენი სოდა. ხანდახან შაქარს ამატებენ, მაგრამ ის მთლიანად ვერ გააქრობს სიმჟავეს, მხოლოდ შენიღბავს.

რა მოვიმოქმედოთ სუნელები უფრო არომატული რომ იყოს?

შეწვით ისინი ტაფაზე მცენარეულ ზეთში. ეს უნდა გააკეთოთ 1-2 წუთის მანძილზე მაღალ ცეცხლზე. შეგიძლიათ 30 წამით მიკროტალღურ ღუმელში მოათავსოთ.

როგორ გამოვაცხოთ პური რბილი ქერქით?

პურის მომზადებისას შიგთავსი წყლით გაზქურის ფსკერზე დადგით. როცა წყალი აორთქლებას დაიწყებს, ორთქლი  სახამებელთან შევა რეაქციაში და ქერქი დარბილდება.

რა მოვიმოქმედოთ ომლეტი ნესტიანი რომ არ იყოს?

რძის მაგივრად ცოტაოდენი გაყინული კარაქი დაუმატეთ.

როგორ შევინახოთ სწორად ვაშლი და ავოკადო?

თუ ვაშლი და ავოკადო დაჭერით, მაგრამ მთლიანად არ დაგჭირდათ, მოაპკურეთ ლიმნის წვენი და ჰერმეტულ კონტეინერში მოათავსეთ. ამ ხერხით დიდი ხნის განმავლობაში ახალივით იქნებიან და არ გაშავდებიან.

როგორ შევინახოთ ტორტი სწორად?

პროფესიონალი კონდიტერები გვირჩევენ გავყინოთ ტორტი მომზადების შემდეგ. იქამდე, სანამ ამას მოვიმოქმედებთ საკონდიტრო ნაწარმი პლასტიკურ პარკში ან კონტეიენრში უნდა შევფუთოთ. ექსპერტები გვარწმუნებენ რომ ტორტი უფრო გემრიელი გახდება.

როგორ მოვხარშოთ სწრაფად ჭარხალი?

ზოგადად, ჭარხალი მთელი საათის განმავლობაში იხარშება, თუ მეტი არა. მაგრამ, 1 ხერხი დიასახლისებს ლოდინისგან გაანთავისუფლებს. გარეცხეთ ჭარხალი და თერმულ პაკეტში მოათავსეთ. გაუკეთეთ ჩანგლით ან დანით ხვრელები.

კაკეტი კერამიკულ ან შუშის ჯამში მოათავსეთ სქელი კედლებით და მიკროტალღურ ღუმელში მაქსიმალურ ტემპერატურაზე 9 წთ გააჩერეთ. შემდეგ დაკეტილ ღუმელში კიდევ 10 წთ დატოვეთ და მზადაა.

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2025). ჩვენ გასწავლით როგორ მოხარშოთ ჭარხალი 9 წუთში: კიდევ 8 სასარგებლო რჩევა დიასახლისებს.. 26 სექტემბერი, 2025. https://shenipositive.ge/chven-gastsavlit-rogor-mokharshot-charkhali-9-tsutshi-kidev-8/

სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. ჩვენ გასწავლით როგორ მოხარშოთ ჭარხალი 9 წუთში: კიდევ 8 სასარგებლო რჩევა დიასახლისებს. [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/chven-gastsavlit-rogor-mokharshot-charkhali-9-tsutshi-kidev-8/
shenipositive.ge
😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
🥳

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება 😄

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network