ქალებში ავადმყოფობებისა და ცუდი განწყობის მიზეზი ხშირად დღისით მოძრაობის ნაკლებობა და ღამით ცუდი ძილია. ჩვენს დროში ბევრი ქალი ეწევა ჯდომითი ცხოვრების წესს, რაც შინაგან ორგანოებზე ცუდად აისახება. თუ ამას სტრესს, ნერვულ დაძაბულობასა და ღამით ინტერნეტის გადაჭარბებულ გამოყენებას დავამატებთ, გასაგები იქნება, რატომ ვერ ვხდებით უფრო ჯანმრთელები, ლამაზები და მხიარულები.
როგორ მოვიხსნათ ნერვული დაძაბულობა
ბევრი ხერხი არსებობს ჯანმრთელობის ნორმაში მოსაყვანად და უძლობასთან გამოსამშვიდობებლად. ქვემოთ წარმოდგენილია სავარჯიშოების კომპლექსი, რომელიც ოდესღაც იოგებმა სპეციალურად ქალებისთვის შეიმუშავეს. თუ 40 წელს გადააბიჯე, ეს სავარჯიშოები შენი ყოველდღიური რიტუალი უნდა გახდეს.
სავარჯიშოების კომპლექსი ნაბიჯ-ნაბიჯ
- პეპელას პოზა. დაწექით ზურგზე, შეაერთეთ ფეხის გულები და მიიზიდეთ ისინი თქვენსკენ, მუხლები იატაკისკენ უნდა იყვნენ მიმართულნი. ეს მდგომარეობა ერთ-ერთი საუკეთესო მოსადუნებელი საშუალებაა. არ გაართულოთ ის, უბრალოდ დამშვიდდით, დახუჭეთ თვალები და 5 წუთი გაჩერდით.
- ბაყაყის პოზა. ეს სავარჯიშო მშვენივრად აძლიერებს და ავითარებს ზურგის კუნთებს, გეხმარებათ ზედმეტი წონის დაკლებაში და საუკეთესო დამხმარეა მათთვის, ვისაც ვარიკოზული ვენების გაფართოება აწუხებს. დაწექით მუცელზე, ხელები უკან გაჭიმეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვისას მოხარეთ ფეხები მუხლებში. მარჯვენა ხელით მარჯვენა ტერფს ჩაეჭიდეთ, მარცხენათი მარცხენას. გაჩერდით ამ პოზიციაში 2 სუნთქვა. შემდეგ კორპუსი ნელა აწიეთ მაღლა და ზურგი წინ-უკან ამოძრავეთ. ამ პოზიციაში გაჩერდით 30 წამი. ეცადეთ ისუნთქოთ მუცლით და არა მკერდით.
- ნემსის ყუნწი. ეს ასანა მოგადუნებთ და გონებას დაგიმშვიდებთ. გადატრიალდით ზურგზე, მოხარეთ მუხლები და მკერდისკენ მიიზიდეთ. მარჯვენა კოჭი მარცხენა თეძოზე დაიდეთ და ფეხით ციფრი 4 დახატეთ. მარჯვენა ხელი ფეხებს შორის სივრცეში მოათავსეთ და მარცხენა ფეხს მოეჭიდეთ. ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვაზე მარცხენა თეძო სხეულისკენ მიიზიდეთ. გააკეთეთ 10 ამოსუნთქვა და მხარე შეცვალეთ.
- კატის პოზა. ზურგის ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშო. დადექით ოთხზე, ხელისგულები მხრების პარალელურად უნდა იყოს, ხელები სწორად გეჭიროთ. ჩასუნთქვისას ზურგი დაბლა ჩაზნიქეთ და თავი აწიეთ. ამოსუნთქვისას თავი მკერდისკენ წაიღეთ და ზურგი მაღლა აწიეთ. გააკეთეთ 10-ჯერ.
- ფეხები კედელზე. ეს სავარჯიშო ხსნის დაღლილობას და ფეხების დაძაბულობას, ახდენს ნერვული სისტემის განტვირთვას. თუ რთული პერიოდი გაქვთ, ეცადეთ ეს სავარჯიშო ყოველ საღამოს 3-დან 15 წუთამდე აკეთოთ და ერთ კვირაში დაინახავთ, როგორ დაიწყებს დეპრესია გაქრობას. დაწექით ზურგზე, დუნდულები კედელს მიაბჯინეთ, ფეხები შეაერთეთ, დაჭიმეთ და მაღლა აწიეთ. ხელები კორპუსის გვერდით მოადუნეთ, ხელისგულებით მაღლა. მოადუნეთ კისერი და მხრებიც.
- მავთულის პოზა. დაწექით ზურგზე და მუხლები მკერდისკენ მიიზიდეთ. დაჭიმეთ მარცხენა ხელი გვერდით და თავი ისე მიატრიალეთ, რომ ხელისგულს უყურებდეთ. მუხლები პირიქით, მარჯვნივ გადაწიეთ და მარჯვენა ხელი მარცხენა მუხლზე მოათავსეთ. რამდენჯერმე ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, შემდეგ მხარე შეცვალეთ.
- ბავშვის პოზა. ეს სავარჯიშო ტვინს აძლევს სიგნალს, რომ დროა მოდუნდეთ და ყველა პრობლემა გაუშვათ. მენჯი და წვივები მიატყუპეთ. მუხლები დააშორეთ, ფეხების დიდი თითები ერთად შეაერთეთ. დაიხარეთ და თავი იატაკზე დადეთ. მოდუნდით და არ გაინძრეთ 1-2 წუთი.
ვის განსაკუთრებით სჭირდება ეს სავარჯიშოები
ეს კომპლექსი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც მთელ დღეს ჯდომით ატარებს, ხშირად განიცდის სტრესს ან ვარიკოზული ვენების პრობლემა აქვს. ეს ვარჯიშები 50 წელს გადაცილებული ქალებისთვისაც აუცილებელია, რადგანაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის გამოჯანსაღებას და ძილის ხარისხის გაუმჯობესებას. სავარჯიშოები უნდა გაკეთდეს ყოველ საღამოს ძილის წინ, თანმიმდევრობით, მშვიდ გარემოში.
დასკვნა
გააკეთეთ ეს მოძრაობები ყოველ საღამოს ძილის წინ და ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება. სილამაზე, ახალგაზრდობა და ჯანმრთელი ძილი ბონუსად მოჰყვება. მთავარია თანმიმდევრობა და ყოველდღიური პრაქტიკა, რადგანაც ნამდვილი შედეგი ჩვევად ქცეული სავარჯიშოს შემდეგ მოდის.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. (2025). გამოცდილმა ძველმა ბრძენებმა ქალებს ეს 7 სავარჯიშო უსახსოვრეს. 18 სექტემბერი, 2025. https://shenipositive.ge/gamotsdilma-dzvelma-brdzenebma-qalebs-es-7-savarjisho-usakhsovres/


